ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე : “იგუაინი დერბიში საკუთარ სიტყვას იტყვის”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული ფორვარდი, დევიდ ტრეზეგე გონსალო იგუაინზე საუბრობს..

“ანდრეა ბელოტი ტორინოს სული, გული და ნამდვილი ლიდერია, მას შეუძლია ტორინოს და იტალიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში გამორჩეული ფიგურა გახდეს.რაც შეეხება გონსალო იგუაინს, ზაგრების დინამოს კარში გატანილი გოლი მას მეტად თავდაჯერებულს გახდის, ამიტომ ვფიქრობ, რომ დერბი დელა მოლეში პიპიტა საკუთარ სიტყვას იტყვის.არ დაგავიწყდეთ არც მარიო მანჯუკიჩი, ხორვატი შესანიშნავ ფორმაშია.როცა მე ვთამაშობდი ტურინულ გრანდში, დერბის ყოველთვის ვიგებდით, ახლა სიტუაცია ოდნავ შეიცვალა.”

“კარგად მახსოვს, დერბიში ერთხელ ბოლო წუთზე გავიტანე და მატჩი მოვიგეთ, ასეთი მომენტები არასდროს დაგავიწყდება.იუვეს შემადგენლობაში უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს, იგუაინის, პიანიჩის და დანი ალვეშის სახით.ნელ-ნელა კლუბი მაღალ საფეხურზე ადის, რაც ამტკიცებს, რომ ბიანკონერებს სწორი პროექტი აქვთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იმედია ტრეზეგე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x