ალეგრიმ შესაძლოა გუნდი 4-3-3 ტაქტიკით ათამაშოს
“ტორინოს” წინააღმდეგ მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” შესაძლოა 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზოს..
ტუტოიუვეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რომლის წინაც ოთხი მცველი იასპარეზებს.მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი, მარცხნივ ალექს სანდრო, ცენტრში კი დანიელე რუგანისა და ჯორჯო კიელინის დუეტი.შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს მირალემ პიანიჩი, მის პოზიციაზე კი სტეფანო სტურარო გაირჯება, მცველების წინ კლაუდიო მარკიზიო, სტურაროს კი სამი ხედირა შეუწყვილდება.რაც შეეხება წინახაზს, გონსალო იგუაინის და მარიო მანჯუკიჩის ყოფნა სასტარტო შემადგენლობაში გადაწყვეტილია, ფლანგიდან კი მათ ხუან კუადრადო დაეხმარება.
ამ პიაცას რას სჭირს ეგეთი მოურჩენელი? ხო არ გაყიდეს ეს.
არა, სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში დაბრუნდება..