ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ვესტ ჰემი” ძაძას “იუვენტუსში” აბრუნებს

“ვესტ ჰემი” ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფ ფორვარდს, სიმონე ძაძას იტალიაში აბრუნებს..

ჩაქუჩებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი ფორვარდი პრემიერ ლიგაში 14 შეხვედრას ჩაატარებდა, ბრიტანელები აუცილებლად გამოისყიდიდნენ მას.ამ მომენტისთვის 25 წლის მოთამაშეს ლონდონელთა შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ეს რიცხვი კიდევ ხუთით გაიზარდოს.

სლავენ ბილიჩი ძაძას არ ენდობა და “ლივერპულთან” დაპირისპირებისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.ფაქტია, რომ ბრიტანელებს სურთ, სიმონე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.

დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “სასოულოს” ექს-შემტევი აპენინებზე დაბრუნდება და ჯუზეპე მაროტა მისთვის ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს.

წყარო : Football Italia

8 thoughts on ““ვესტ ჰემი” ძაძას “იუვენტუსში” აბრუნებს

  1. სტურარო არ მომწონს ძალიან. ვიტსელი მართლა გვჭირდება. ანუ ვიტსელი-მარკიზიო-ხედირა, ძალიან საიმედო ნახევარდაცვაა. ესენი ფაქტიურად ბურთს არ კარგავენ.

  2. მახვილი თვალი შეამჩნევდა რომ ვესტ ჰემი მის მერე მოვიდა ფერზე რაც ძაძას არ ათამაშებს,დღეს განაცხადშიც არ ყოლია და ფრე გაუგორა ლივერპულს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.