ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მძიმე ბრძოლაში ვიმარჯვეთ”

“ტორინოსთან” მატჩის დასრულებისთანავე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ანდრეა ბელოტის შესანიშნავი გოლის შემდეგ ბიჭებმა თამაში დაალაგეს და კარგად ითამაშეს.მეორე ტაიმში მეტოქე ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდა ჩვენი დაცვის არევას, თუმცა საბედნიეროდ, ამ ყველაფერს გავუმკლავდით.დღევანდელი შეხვედრა ბრძოლა იყო, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა..”

“დიბალა ნელ-ნელა ფორმაში ბრუნდება, იგი შეცვლაზე შევიყვანე და ვფიქრობ, ძალიან კარგად ითამაშა.შეიძლება მარიო მანჯუკიჩს მინდვრის დატოვება არ სურდა, თუმცა ვიგრძენი, რომ ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი მჭირდებოდა.თავიდან 4-4-2 სქემით ვაპირებდი ასპარეზობას, რომელშიც მირალემ პიანიჩი იქნებოდა შუახაზში, მაგრამ თავიდანვე აგრესიულად თამაში და ხუან კუადრადოს სასტარტოში დაყენება გადავწყვიტე.”

“იგუაინი ? – რა თქმა უნდა, მისი გოლები სასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ, ის მანამდეც შესანიშნავად თამაშობდა.ფორვარდი გოლებით ცხოვრობს, ვიცი, რამდენად სასიხარულოა მისთვის დუბლის შესრულება.”

“ხვალინდელი მატჩი რომასა და მილანს შორის ? – მეეჭვება, თამაშის საყურებლად დრო გამოვნახო, ოჯახთან ერთად საშობაო სადილი მაქვს დაგეგმილი.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ხვალ ჰენ მთავარია კენჭის ყრას უყორო და ვინც იქნება მეტოქე ის ჰეისწავლო კარგად

ნედვედა
ნედვედა
9 years ago

მანჯუკიჩმა იგუაინს მაგარი ასისტი გაუძრო 28-ე წუთზე. :forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:forza: :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x