“ვესტ ჰემი” ძაძას “იუვენტუსში” აბრუნებს
“ვესტ ჰემი” ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფ ფორვარდს, სიმონე ძაძას იტალიაში აბრუნებს..
ჩაქუჩებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი ფორვარდი პრემიერ ლიგაში 14 შეხვედრას ჩაატარებდა, ბრიტანელები აუცილებლად გამოისყიდიდნენ მას.ამ მომენტისთვის 25 წლის მოთამაშეს ლონდონელთა შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ეს რიცხვი კიდევ ხუთით გაიზარდოს.
სლავენ ბილიჩი ძაძას არ ენდობა და “ლივერპულთან” დაპირისპირებისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.ფაქტია, რომ ბრიტანელებს სურთ, სიმონე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.
დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “სასოულოს” ექს-შემტევი აპენინებზე დაბრუნდება და ჯუზეპე მაროტა მისთვის ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს.
Spartaki kidulobs dzadzas
სტურარო დღეს ძაძასავით დარბოდა და გარეგნობითაც საკმაო ჰგავდა
ლიგა ჩვენია ძაძა დაგვიბრუნდი :-D:-D:-D
ვერ შევტენეთ ვინმეს :დდდდ კალიარი შმალიარის არ უნდა?
ან ეგერ პესკარას
სტურარო არ მომწონს ძალიან. ვიტსელი მართლა გვჭირდება. ანუ ვიტსელი-მარკიზიო-ხედირა, ძალიან საიმედო ნახევარდაცვაა. ესენი ფაქტიურად ბურთს არ კარგავენ.
რაღა გვიჭირს მაჰინ გვეჰველა ვაი ჩვენს თავს
ვოლფსბურგში უნდა წასულიყო ძაძა.ეჰ!
მახვილი თვალი შეამჩნევდა რომ ვესტ ჰემი მის მერე მოვიდა ფერზე რაც ძაძას არ ათამაშებს,დღეს განაცხადშიც არ ყოლია და ფრე გაუგორა ლივერპულს