ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” ბარძალი უბრუნდება

ტურინის “იუვენტუსმა” “რომასთან” დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო..

ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ პირველი ვარჯიში დღეს დილით გაიმართა.დიდი ალბათობით, გუნდს ჯიალორისისთან შეხვედრაში ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი დაუბრუნდება.იტალიელმა ფეხბურთელმა მხრის ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი სქემით ათამაშებს გუნდს მასიმილიანო ალეგრი, თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ პაულო დიბალა მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორი ფორვარდი ითამაშებს სასტარტოში სამიდან, მარიო მანჯუკიჩი, გონსალო იგუაინი თუ ზემოთხსენებული დიბალა.

წყარო : Tuttojuve

4 thoughts on ““იუვენტუსს” ბარძალი უბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.