#ForzaCalcio | ბრუნო პერესი “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” მომავალ მოწინააღმდეგეს, დედაქალაქურ “რომას” ბრუნო პერესი სამი კვირით გამოაკლდა..
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაზიანება “მილანთან” მატჩში მიიღო და როგორც სჩანს, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ პერესს მინიმუმ სამი კვირა მოუწევს უქმედ ყოფნა.ეს იმას ნიშნავს, 26 წლის ფეხბურთელი ბებერ ქალბატონთან და “კიევოსთან” მატჩებს გამოტოვებს.
ბრუნოს ბიანკონერების გულშემატკივრებს შესანიშნავად იცნობენ, მან “ტორინოს” შემადგენლობაში იუვენტუს სტედიუმზე საოცარი გოლით დაგვამახსოვრა თავი.
ეს ყოფილიყო და ელ შაარავი არა- ჯობდა!!! ეს აზრზე არაა!!! დაცინოდნენ გუშინ კომენტატორები)))
ვიდალის ბრალი იყო მაგრამ მაინც მაგარი შეასრულა https://www.youtube.com/watch?v=_YEvkci3h0s
მარტო ვიდალის? მთელი მარცხენა ფლანგის ბრალი იყო კიდევ
მასე ერთხელ შაშიაშვილმაც კაი გაუტანა ბუფონს)))
სტროტმანმა დისკვალიფიკაცია რომ მიიღო გუშინ რატომ იყო მოედანზე?
აპელაცია შეიტანა რომამ და გაუუქმეს
არა მგონი დიდი დანაკლისი იყოს