ბუფონი : “რომას სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია”
ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა დედაქალაქურ “რომაზე” სკაი სპორტთან ინტერვიუში ისაუბრა..
“იუვენტუსთან ერთად რომა და ნაპოლი არიან ის გუნდები, რომლებსაც სკუდეტოსთვის ბრძოლაში სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვთ.ჯიალორისის და ნეაპოლელებს შესანიშნავი პროექტები აქვთ და დარწმუნებული ვარ, იოლად არაფერს დათმობენ.დედაქალაქელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მაღალი დონის მწვრთნელით და რაც მთავარია, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ.მათ აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ პირველობისთვის იბრძოლონ.”
“ტოტი ? – ფრანჩესკო ის ფეხბურთელია, რომელიც კლასს არასდროს კარგავს, საოცრად გამოცდილი ფორვარდი რომასთვის მუდამ იქნება კოზირი.”
“კენჭისყრა ? – ვერ ვიტყვით, რომ გაგვიმართლა, ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მოწინააღმდეგეები არ არსებობენ და შესაბამისად, პორტო უნდა დავაფასოთ.შესაძლოა უფრო რთულ გუნდს დავპირისპირდებოდით, თუმცა პორტუგალიელებმა რომა გამოთიშეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან და შესაბამისად, საშიშები არიან.”
“ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, მსურდა მონდომებული და ძლიერი იუვენტუსი მენახა, ასეც მოხდა და ორივე დაპირისპირება მოვიგეთ.ბებერ ქალბატონს ძლიერი მწვრთნელი ჰყავს, ალეგრიმ იცის, რომელ გუნდს რა უნდა დაუპირისპიროს.”
სიახლეე აღარ არის… იუვეს არ ეკადრება