იტალიური პრესა | “იუვენტუსი” ნ’ზონზის გამოსასყიდი პუნქტის ასამოქმედებლად მზადაა
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” სტივენ ნ’ზონზის გასაფორმებლად ემზადება..
კორიერე დელო სპორტისა და ტუტოსპორტის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა მზადაა ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედოს და ნ’ზონზი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.ამ თანხის გადახდა კი ბიანკონერებს ორ ნაწილად მოუწევთ, 15 მილიონი ევრო იანვარში, დარჩენილი 15 კი სეზონის ბოლოს.
27 წლის ფეხბურთელი დალაქების რიგებში 2015 წლის ივნისიდან ასპარეზობს და მის კონტრაქტს ვადა 2019 წლამდე აქვს.აღსანიშნავია, რომ ტურინში გადმობარგების შემთხვევაში ნ’ზონზი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვერ ითამაშებს, რამეთუ “სევილიას” რიგებში ამ ტურნირზე მან უკვე მიიღო მონაწილეობა.
ზუსტი ფასებით ლიგაზე წელს მემგონი როგორც მახსოვს მეორეზე და ფიზიკურადაც ძლიერია პლიუს ამას ერნანეშს და სტურაროს ერთად აღებულს ჯობია და ასამოასც ასევე მეორე სართულზეც ძლიერია გამოდის დონე აიწევს და ბრძოლაც გაიმართება როცა ნაეხევარ დაცვა გაიწმინდება ეს ვითცელი მარკიზიო პიანიჩი ხედირა უკვე საკამოდ მაღალი დონის ბახეცარდაცვა, მერეე იქნება პრეტენზია ამათზე ძლიერი მოიყვანონ სკამიც ნორმალური იქნება. თორე თამაში რო არ წაუვიდეს ლიდერს ვინ უნდა შეცვალოს სტურარომ?