ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : რუგანიმ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა !

დანიელე რუგანიმ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა..

ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრ დროს ატარებს მინდორზე, მის ანგარიშზე უკვე 7 ჩატარებული შეხვედრა და 3 გატანილი გოლია.შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტურინში 2015 წელს დაბრუნდა “ემპოლიდან”, რომლის რიგებშიც მან 81 მატჩი ჩაატარა.

“ვამაყობ, რომ იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გავახანგრძლივე.კლუბი მენდობა და ვცდილობ, მათი იმედები მაქსიმალურად გავამართლო.ბავშვობიდან ბებერი ქალბატონის ფანი ვარ და პირადად ჩემთვის, სხვა ადგილი განვითარებისთვის არ არსებობს.მიმდინარე სეზონში მეტი სათამაშო დრო მეძლევა და ეს განსაკუთრებით მახარებს, ნელ-ნელა პროგრესს განვაგრძობ, ფაქტია.გოლები ? – მცველისთვის გოლები ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ უკანახაზელებს ფორვარდებზე მნიშვნელოვან მომენტში შეუძლიათ მოწინაღმდეგის კარის დალაშქვრა.იმედი მაქვს, ამ სეზონში დინამოს კარში გოლი ჩემთვის ბოლო არ იქნება.”

“ალეგრი ბევრს მესაუბრება და ეს მოტივაციას მიმაღლებს, ველოდი ჩემს შანსს, გამოვიყენე და საბოლოოდ ახალ კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი.ჩემი მთავარი მიზანია მომავალი 10 წლის განმავლობაში იუვეს მნიშვნელოვანი წევრი ვიყო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :love:

VIKING
VIKING
8 years ago

ანაზღაურებაზე არაა ინფორმაცია?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ნედვედა
ნედვედა
8 years ago

კაი იქნება პროგრესი განაგრძო და ძლიერი მცველი გამოხვიდე. ამ ბიჭს პოტენციალი აქვს. Fორცა რუგანი!!!

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
8 years ago

სააღოლ ბრატ… კაი ბიჭია ეს ძაან… იუვეს და იტალიის მომავალია :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x