დიბალა : “იუვენტუსიდან წასვლაზე წამითაც არ მიფიქრია”
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, პაულო დიბალამ კორიერე დელო სპორტს ვრცელი ინტერვიუ მისცა..
“რომას დამოკიდებულება იუვეს მიმართ ? – სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ჯიალორისი ჩვენთვის რეალური კონკურენტია, დედაქალაქელები საოცარი მოტივაციით ითამაშებენ და სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.ტოტი ? – იგი იტალიური ფეხბურთის ისტორიის ნაწილია, მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და პალერმოში ასპარეზობისას მაისურის გაცვლაც ვთხოვე.40 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაში მართლაც საოცარი მოვლენაა.”
“რომას შემადგენლობიდან ხუან იტურბეს ვიცნობ, მასთან ვმეგობრობ.ასევე მაქვს წარმოდგენა ლეანდრო პარედეშზე, მომავალში იგი არგენტინის ნაკრების უცვლელი წევრი უნდა გახდეს.პიანიჩი ? – ლიონთან თამაშით მან უკვე მიიღო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობის გამოცდილება, არა მგონია, გაუჭირდეს.ვარჯიშებზე ვეხუმრებოდით, რაჯა ნაინგოლანთან აპირებდა თუ არა საუბარს, სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ.ბელგიელი ნამდვილი მებრძოლია, მან მილანთანაც დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.”
“იტალიის სუპერთასი ? – იუვენტუსი ყოველთვის ფავორიტია, მისი შემადგენლობის, მწვრთნელებისა და ისტორიის გამო.როსონერის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სიმპატიური გუნდი ჰყავს, სან სიროზე მარცხი არ დამვიწყებია, მათთან რევანში გვაქვს ასაღები.სეზონში პირველი ტიტული სწორედ დოჰაში უნდა მოვიპოვოთ.”
“ჩემპიონთა ლიგა ? – ოცნებაზე საუბარი არ მიყვარს, მის ასასრულებლად უნდა იმოქმედო და იბრძოლო.ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს ზედიზედ მეექვსედ მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლაა.ამ ტურნირს რამდენიმე ფავორიტი ჰყავს, მაგალითად, ბავარია, ბარსელონა, რეალი ან სიტი, მათთან თამაში ყოველთვის ურთულესია.ჩვენი თამაშის ხარისხს რაც შეეხება, კმაყოფილი ვარ, კალჩოში პირველ ადგილზე ვართ, ლიგაზე ჯგუფში პირველ პოზიციაზე გავედით, მეტი რა უნდა გავაკეთოთ ? – ალეგრის კარგად გვესმის, მის დავალებებს ვასრულებთ და ვცდილობთ, მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენოთ.”
“იგუაინი ? – მაღალი დონის ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებენ, იგივე მესისაც ხშირად მოსვლია.პიპიტას გუნდისთვის სარგებელი მოაქვს და მნიშვნელოვანი გოლები გააქვს, იუვეში თავს კარგად გრძნობს და ეს მთავარია.იგუაინი ჩემი თანამემამულეა და ბუნებრივია, რომ მასთან ძალიან ახლოს ვარ, როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.საერთოდ, მაღალი დონის წინახაზელები გვყავს, იგუაინთან ერთად მინდა მარიო მანჯუკიჩიც აღვნიშნო, მისგან ბევრს ვსწავლობ.რა თქმა უნდა, შემიძლია, ორივესთან ერთად ვითამაშო, ესპანიოლთან და ზაგრების დინამოსთან ეს სქემა უკვე დავტესტეთ.”
“მესი ? – ლიონელი ჩემი კუმირია და მასთან ერთად არგენტინის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ, მისი თამაშის ყურება უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს.ბარსაში მასთან ერთად თამაში ? – ეს უბრალოდ ჭორია, როცა იუვეში გადმოვედი, ვიგრძენი რას ნიშნავდა ტურინული გარემო, წასვლაზე წამითაც არ მიფიქრია, მინდა ამ გუნდში დიდხანს ვითამაშო.თავს ბედნიერად ვგრძნობ.”
“პოგბას ტრანსფერი ? – მიუხედავად იმისა, რომ პოლი მანჩესტერში გადავიდა, მასთან ურთიერთობა შენარჩუნებული მაქვს.წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ვთვლი, რომ იუვედან წასვლით ბევრი რამ დაკარგა..”
“ოქროს ბურთს რაც შეეხება, გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს, მესისა და რონალდუს სახით.ამ ტიტულზე მიფიქრია, 22 წლის ასაკში კანდიდატებს შორის მოვხვდი და ეს უკვე მიღწევაა, მართალია, ხმა არ მიმიღია, მაგრამ მაინც..”
პოგბა რო წავიდა ეგრევე ვთქვი რო დიბის უნდა მისცენ 10იანითქო, შესთავაზეს კიდეც მაგრამ უარი თქვა, რატომ ვერ ვხვდები, მაშინ ჩავთვალე რომ წასვლას აპირებდა 1-2 წელიწადში და არ უნდოდა ფანებისთვის გული კიდევ ერთხელ ეტკინა, ახლა როგორც ჩანს პოგბას შემყურემ ღირებულებები გადააფასა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიეცით ამ კაცს 10 ნომერი
umagresi kacia amis tvisebebidan yvelaze metad tavmdabloba momwons girsia 10 nomeri amas ecvas magrad mindoda juves 10 nomris samudamo mplobeli yopiliyo del piero magram radgan alexs ar achuqes vigac gamqcevebistvis nomris micemas jobs rom dybala gaxdes momavali 10 mjera es bichi girseulad atarebs am nomers rac mtavaria icis sad tamashobs da aqvs pasuxismgeblobis grdznoba

100 პროცენტით გეთანხმები ძმაო რაც თქვი ყველაფერჰი
gaixare dzmao chemo
ჰენც ძმაო მადლობა
ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნება კი არა, მიზანიაო!
მაგარი კაცია
პოგბას რა წაკბინა? 
თან დაამატა – ნახეთ რა ადგილზე იმყოფება მანიუ და რომელზე იუვეო
დიბალა არ წააგებ ამით თუ იუვეს ერთგული იქნები ბოლომდე იუვეს ლეგენდებჰი ჰენც დაიიკავებ ერთერთ ადგილს