ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : სტურარომ “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა !

სტეფანო სტურარომ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა..

ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ ბიანკონერების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.იტალიელი ნახევარმცველი ბებერ ქალბატონს “ჯენოადან” შეუერთდა და ამ პერიოდის მანძილზე 50-ზე მეტ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.

“კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის სასიხარულო ფაქტია, მსურს იუვენტუსში მთელი კარიერის მანძილზე დავრჩე.იმედი მაქვს, მომავალ ოთხ წელიწადს მაღალ დონეზე ჩავატარებ და ბებერ ქალბატონში კიდევ ვითამაშებ.მთავარია, გუნდმა წარმატებულად იასპარეზოს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მოუმატებს.”

“ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი მიზანი შესრულებულია, საშობაო არდადეგებამდე კი დარჩენილი შეხვედრები მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.ახალი ხელშეკრულების გაფორმება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საშობაო საჩუქარია.”

წყარო : Football Italia

6 thoughts on “ოფიციალურად : სტურარომ “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა !

  1. ჯერ ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ და მერე იქნება გუნდი წარმატებული, პირიქითაა მაი სტურარო პირიქით :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.