ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ერნანეში, კალდარა, კესი )

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველით, ანდერსონ ერნანეშიც ამერიკული გუნდები ინტერესდებიან..

31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ბიანკონერებში არც ისე ბევრ სათამაშო დროს აძლევენ და არაა გამორიცხული, მან კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.”ლა გალაქსი” მზადაა, პირველი იანვრიდან ბიანკონერებთან მოლაპარაკებები წამოიწყოს და ერნანეშს კარიერა ოკეანეთსმიღმა გააგრძელებინოს.

იმ შემთხვევაში, თუ ჯუზეპე მაროტა ზამთარში აქსელ ვიტსელის ან სტევენ ნ’ზონზის დამატებას მოახერხებს, “ინტერის” ექს-ნახევარმცველის ტურინიდან აბარგება გაცილებით რეალურ სახეს მიიღებს.აღსანიშნავია, რომ ერნანეშით იტალიური “ჯენოაც” ინტერესდება.

მატია კალდარას მომავალს კი იტალიური წყაროები ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ.გაზეტას მტკიცებით, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობამ “ატალანტასთან” საერთო ენა უკვე გამონახა და მზადაა, კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმოს.თუმცა, აღსანიშნავია ერთი დეტალი, 22 წლის ფეხბურთელი ბერგამოში 2018 წლამდე დარჩება და სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება ტურინულ გრანდს.

რაც შეეხება კალდარას თანაგუნდელს, ფრანკ კესისთვის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნამდვილი ომი გაჩაღდება.ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ევერტონი” მზადაა 25 მილიონი ფუნტ-სტერლინგი გადაიხადოს ნახევარმცველის სანაცვლოდ, თუმცა, ბებერი ქალბატონი დანებებას არ აპირებს და მალე კონკრეტულ წინადადებას მოამზადებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
avto talakvadze
9 years ago

რილორა დააბრუნონ მაგარი ბიჭია სიმბოლურშიც მოხვდა ევროპა ლიგის

VIKING
VIKING
9 years ago

ვიტცელმა 28-ე ნომერი შეარჩიაო…

VIKING
VIKING
9 years ago

კალდარასთან ერთად გალიარდინიზეც არის საუბარი. კესიზე, ალბათ, დიდ თანხებს ჩამოდინ პრემიერგიგანტები…

alex-97
Delpieronedved
9 years ago

ახალგაზრდები კაი მარა დრო უნდა მისცენ

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მაჰინ მჰვიდობით ერნა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x