ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ძაძა ტურინში აუცილებლად დაბრუნდება”

ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფი ფორვარდი, სიმონე ძაძა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბებერ ქალბატონში დაბრუნდება..

ლონდონის “ვესტ ჰემი” იტალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს და სურს, 25 წლის მოთამაშე იტალიის ჩემპიონატში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს.ძაძას ხელფასს, რომელიც დაახლოებით 3 მილიონამდეა, ჩაქუჩები იხდიან და სწორედ ესაა უკმაყოფილების მიზეზი, სიმონეს ინგლისის პრემიერლიგაში ჯერ გოლიც კი არ აქვს გატანილი.

ამ თემაზე მოთამაშის აგენტმა, ვინჩენცო მორაბიტომ გააკეთა მცირე კომენტარი : “ძაძა აუცილებლად დაბრუნდება ტურინში, ვესტ ჰემს მისი შენარჩუნება არ სურს.არ არის გამორიცხული, სიმონე იუვეში დარჩეს, შესაძლოა გუნდს მეხუთე ფორვარდი დასჭირდეს.ვარიანტები გვაქვს, ვნახოთ, რა გადაწყდება..”

“ვალენსიას” გენერალური დირექტორი, ხესუს გარსია ძაძასადმი ინტერესს არ მალავს : “არ ვიცი, რას ფიქრობს მწვრთნელი, მაგრამ ძაძას მთავარი პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.იანვარში ბევრი რამ გადაწყდება.”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “აგენტი : “ძაძა ტურინში აუცილებლად დაბრუნდება”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.