ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “ვერატი და ბალოტელი იტალიის მომავალი არიან”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა L’equipe – ს ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“მეკარეები ხშირად უშვებენ შეცდომას, რის შემდეგაც მათი გაკრიტიკება ადვილია.როცა შეცდომებს ვუშვებ, პრესას სალაპარაკოს ვაძლევ, თუმცა 38 წლის ფეხბურთელის კრიტიკა ძალიან ადვილია.ბუნებრივია, 30 და 25 წლის ასაკში მოთამაშეები გაცილებით საიმედონი არიან.საკუთარი თავის მიმართ საოცრად კრიტიკული ვარ, დაშვებულ შეცდომებს რამდენიმეჯერ ვაკვირდები და მათ გამოსწორებას ვარჯიშებზე ვცდილობ.როცა ვიგრძნობ, რომ წასვლის დრო დადგება, აუცილებლად გავაკეთებ ამას.ჩემი მიზანია რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო, 2018 წელს, ექვს მუნდიალზე ასპარეზობა საოცარი მიღწევაა.”

“ბალოტელი ? – მარიოს მსგავსი ფეხბურთელები ცოტანი არიან, ვბრაზდები, როცა მასზე ცუდს საუბრობენ.ჯერ ფორვარდი 26 წლისაა და იმედი მაქვს, უახლოესი 10 წლის მანძილზე მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს.ვერატი ? – იგი პარიზულ გრანდში ბრწყინავს, ევრო 2016 – ზე იტალიას სერიოზული ძალა დააკლდა მარკოს სახით.თუ იგი ზოგჯერ სკუადრა აძურას სასტარტოში ვერ ხვდება, ამის მიზეზი ისაა, რომ მცველების წინ ჩვენს გუნდს უძლიერესი ფიგურა ჰყავს, დანიელე დე როსი.თავად ნახავთ, რუსეთის მუნდიალზე ვერატი ჩვენი ლიდერი იქნება.”

“როცა საკუთარ ასპარეზობას ვაკვირდები, ვხვდები, რომ ფიზიკურად ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე წლების წინ.დიდი მატჩებისთვის მზადება გაცილებით ადვილია, რამეთუ მოტივაცია ბევრს ნიშნავს, მსურს მნიშვნელოვან შეხვედრებში საკუთარი წვლილი ვითამაშო.კლუბების გამოცვლას რაც შეეხება, იუვენტუსი ყოველთვის უმაღლესი დონის გუნდი იყო და სწორედ ამიტომ დავრჩი აქ ამ ხნის მანძილზე.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
7 years ago

4-3-1-2 პიანიჩი ტრეკვარტისტად. იმედია ხასიათის ფეხბურთელები სტურარო და ხედო არ ჩააგდებენ დღეს :forza: შემადგენლობით ვჯობივართ და წესით უნდა მოვიგოთ :forza:

forza bianconeri
7 years ago

ტროლავს ჯიჯი :lool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x