“იუვენტუსი” – “რომა” ( სავარაუდო შემადგენლობები )

ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” შორის მატჩის დაწყებამდე სულ უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება..
მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკით აპირებს ასპარეზობას, რომელშიც ფორვარდების უკან მირალემ პიანიჩი ითამაშებს.კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ოთხი მცველი – შტეფან ლიხტშტაინერი, მედჰი ბენატია, ჯორჯო კიელინი და ალექს სანდრო, მცველების წინ კლაუდიო მარკიზიო ითამაშებს, მასთან ერთად კი სამი ხედირა და სტეფანო სტურარო, როგორც აღვნიშნეთ, ტრეკუარტისტად ბონსიელი შუახაზელი იქნება, წინ გონსალო იგუაინს ან მარიო მანჯუკიჩი შეუწყვილდება, ან პაულო დიბალა.არგენტინელმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა მწვრთნელმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, ათამაშოს თუ არა იგი სასტარტოში.
ლუჩიანო სპალეტი არაფერს შეცვლის და ბიანკონერებს 4-3-3 სქემით დაუპირისპირდება.კარს ვოისეხ შესნი დაიცავს, მარჯვნივ რუდიგერი, ცენტრში მანოლასი და ფაზიო, მარცხნივ ემერსონი, შუახაზში დანიელე დე როსი, რაჯა ნაინგოლანი და კევინ სტროოტმანი, წინ კი ედინ ჯეკო, ფლანგებზე დიეგო პეროტი და მოჰამედ სალაჰი.ამ უკანასკნელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა.შეგახსენებთ, რომ ჯიალორისის ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ფლორენცი და ბრუნო პერესი დააკლდება.
https://www.facebook.com/Eurosport/videos/10155587892109745/
ბიჭოს აგი კონტეს ჩელსის თამაშის ყურება რაფერი სიამოვნებაა სიმონ ვერც წარმოიდგენთ. იუვეში რა ჭირდა მაგ შეჩვენებულს, სვარკას რომ გვაყურებიებდა
რა არის სიამოვნება??? 1 დარტყმა ქონდათ მთელი ტაიმი, დაჟე იუვეში უფრო გახსნილად თამაშობდა. თამაში მოკლა რასაც ქვია, ან წინა თამაში გაიხსენე სანდერლენდთან, შენ ეტყობა ევერტონი და მანჩესტერი გაქვს ჩარჩენილი. კონტე რო უდიდესი მწვრთნელია მაგაში 2 აზრი არ არის უბრლალოდ მაგის ფეხბურთს სანახაობრივს ვერ დავარქმევ, უფრო აზრიანი და პრაგმატულია.
პირველი ტაიმი კარგი სანახაობრივი თამაში იყო
ისე ამდენი ტრამვებით + დასუსტებული ცენტრით ძალიან კაი შედეგებს მიაღწია იუვემ, თუ არ ჩავთვლიდ მერდებთან წაგებას და გენუაშიჩავრდნას.
აი დღესაც თუ მოვიგეთ მთალად გადასარევი 1-ელი წრე იქნება.
ვიცელი უკვე დამატებული გვყავს 2-ე წრისთვის, ნზონზიც თუ მოვა და 1 კრეატიული შემტევი, ძალიან მოძლიერდება გუნდი თებერვლისთვის.
აბა პირველი ზამენა გამოიცანით
გავა სტურაო და შემოვა ლიმონა, პრინციპში ადინ ჰუია რა
რავიცი, მანჯუკიჩის არ დაყენება იქნება, ტიპი საუკეთესო ფორმაშია
ათამაშოს 3 ფორვარდით
დიბო ალბათ ისევ ზამენიდან შემოვა, ია ტაკ დუმაიუ