ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “რომასთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა..

“მატჩის უკანასკნელ წამებში მეორე გოლის გატანა შეგვეძლო და ძალიან გავბრაზდი, რომ ეს ვერ მოვახერხეთ.რომას ძლიერი გუნდი ჰყავს, მათთან ფრთხილად თამაში გვმართებდა და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა.მეორე ადგილოსანთან სხვაობა 7 ქულამდე გავზარდეთ და შესაბამისად, ეს სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო.”

“ზედიზედ მოპოვებული 25-ე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ? – რეკორდები დიდად არ მაინტერესებს, მთავარია სეზონის ბოლოს სკუდეტოს მფლობელები გავხდეთ.ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მარიო მანჯუკიჩს გამოვყოფდი, საოცარი სამუშაო გასწია და შესაბამისად, მისი შეცვლა არც მიფიქრია.”

“სუპერთასი ? – მოდით, ჯერ ამ გამარჯვებით დავტკბეთ და ხვალიდან ვიფიქროთ მილანთან დაპირისპირებაზე.ეს ერთთამაშიანი დუელია და აუცილებლად სწორად უნდა მივუდგეთ შეხვედრას.პიანიჩმა მცირე ტრავმა მიიღო და ის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, დანიელე რუგანის კი საოცარი მატჩი ჰქონდა, ედინ ჯეკოს კარგად გაუმკლავდა.ალექს სანდრომ ფლანგი კარგად დაკეტა, აქტიურად უტევდა კიდეც.სტურარომ კი არტურო ვიდალი გამახსენა, სწორედ ჩილელის სტილში იასპარეზა, იბრძოლა და ბევრ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.დამეთანხმებით, დე როსისთან და სტროოტმანთან დაპირისპირება ადვილი არაა.”

წყარო : Football Italia

39 thoughts on “ალეგრი : “მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”

  1. ლემინა მაგარია ცოტა წინ აწეული რეჯისტაზე ლემინა ვერ ქაჩავს არაა მაგის სტილი ეგ. მაგრად მაინტერესებს დიბალა მანჯუ ჰიგუს ტრიო როგორი იქნება ნეტა ოდესმე ათამაშოს საინტერესო იქნება

  2. გუშინ ალეგრიმ რომ ბენატია დაიკიდა და რუგანი დატოვა მოედანზე გამისწორდა, ლიროლა და ბერარდიც უკვე უნდა მოიყვანონ და 4 3 3 ზე მარცხნივ პიაცა მარჯვნივ ბერარდი კვადრადოს დუეტი კარგი სანახავი იქნება, ლემურას რაც შეეხება ეგ სტურარო ვიტსელის და ბენტაკურის კონკურენციას ვერ გაუძლებს და ჰერნანეშთან, ასამოასთან ერთად სეზონის ბოლოს სავარაუდოდ დაგვტოვებს, ისე მანდრაგორას მისცეს შანსი საქმეში გვანახოს რა კაცია

    1. ჰოდა კიდე სუპერთასის მსგავს ტიტულებს, რომ იუვეს სასტავი გულგრილად უყურებდეს იუვე ასეთი ტოპ კლუბი არ იქნებოდა. როგორც 5 თეთრიანები არ ასხია ხეებს ისე არ მოდის ტიტულები თავისით, ყველა ჯილდო მნიშვნელოვანია და ღირს ბრძოლად. ასე რომ მილანი იოლ თამაშს არ უნდა ელოდოს

  3. Alegrim ashkarad dajobna spaleti taqtikurad.swrapi goli ro ar gasuliyo kacma ar icis ra moxdeboda ise higuainma dzaan magari daubraxuna butqa))).ai ra momentshia da ra dros eg 5 mcveliani taqtika ro kargad gadaawyo da aaho kontrshetevebze ki meore taimshi micatamashi da angarishis shenarchunebaze gaaketa aqcenti da es gamartlebuli iqneboda romshi mara saxshi mainc araa swori.warmoidginet exla ra moxdeboda aq ro gaetana romas.eri ram wavikitxe da magrad gamecina kide kielinis papxuria )). Rac sheexeba tamashs markizio chveul stilshi iyo uchinari lideri shavi samushaos mama)) tan ra ponze vis winasxmdeg es naingolani au ra magia ra eg iyos juveshi meti aravin minda gijia…. Dzaan magrad momewona sandro paqtiurad daeupla tavis plangs dzaan magrat itamasha. Nu sturaroc kargi iyo tumca ise nagdat ar momwonebia rogorc tqven. Ibrdzoda da omobda da mivesalmebi da mec momewona mara sxva gundtan ai magalitad barsastan an vinme teqnikur gundtan gaabrueben saertod da ver vxvdebi erti tamashi rato gaxda sturaro magari))). Mag tamashi isedac omi ro iqneboda tavidanve nateli iyo da gamochnda ra. Chemtvis ki machis sauketeso pegburteli mandzukichia paqtiurad metormete pegburteli iyo ertit meti viyavit))) yvelgan iyo yvelgan ibrdzoda apresingebda da magrad tamashobda sadac gavixedavdi tipi yvelgan iyo to dzaan magar pormashia dzaaan. Imena juves stilis pegburtelia sagol. Gvadrado cudad shemovida saertod ver itamasha chemi azrit ragac momentebshi kargi iyo mara….

    1. დოჰადან ძმაო გამარჯვებული წამოვალთ ან კიდე რომც წავაგოთ ამით ვინც იუვეს გააკრიკიტებს იმისას ვერ გავიგებ კი ბატონო სუპერ თასი ტიტულია მარა მაინც დიდი არაფერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.