ბუფონი : “ჯენოასთან მარცხის შემდეგ იუვენტუსი შეიცვალა”
“რომას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი გაესაუბრა..
“არ ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებამ სკუდეტოს ბედი გადაწყვიტა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.უახლოეს მდევართან სხვაობა გავზარდეთ და შეგვიძლია, შობას მშვიდად შევხვდეთ.რომაელებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, იბრძოლეს და მომენტებიც შექმნეს, განსაკუთრებით კი ვოიცეხ შესნი მინდა გამოვყო, საოცარი სეივები გამოაცხო.ჯენოასთან მარცხის შემდეგ იუვენტუსი შეიცვალა, უფრო მოტივირებულნი გავდივართ მოედანზე და ვცდილობთ, იგივე არ განმეორდეს.”