ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “რომასთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა..

“მატჩის უკანასკნელ წამებში მეორე გოლის გატანა შეგვეძლო და ძალიან გავბრაზდი, რომ ეს ვერ მოვახერხეთ.რომას ძლიერი გუნდი ჰყავს, მათთან ფრთხილად თამაში გვმართებდა და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა.მეორე ადგილოსანთან სხვაობა 7 ქულამდე გავზარდეთ და შესაბამისად, ეს სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო.”

“ზედიზედ მოპოვებული 25-ე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ? – რეკორდები დიდად არ მაინტერესებს, მთავარია სეზონის ბოლოს სკუდეტოს მფლობელები გავხდეთ.ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მარიო მანჯუკიჩს გამოვყოფდი, საოცარი სამუშაო გასწია და შესაბამისად, მისი შეცვლა არც მიფიქრია.”

“სუპერთასი ? – მოდით, ჯერ ამ გამარჯვებით დავტკბეთ და ხვალიდან ვიფიქროთ მილანთან დაპირისპირებაზე.ეს ერთთამაშიანი დუელია და აუცილებლად სწორად უნდა მივუდგეთ შეხვედრას.პიანიჩმა მცირე ტრავმა მიიღო და ის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, დანიელე რუგანის კი საოცარი მატჩი ჰქონდა, ედინ ჯეკოს კარგად გაუმკლავდა.ალექს სანდრომ ფლანგი კარგად დაკეტა, აქტიურად უტევდა კიდეც.სტურარომ კი არტურო ვიდალი გამახსენა, სწორედ ჩილელის სტილში იასპარეზა, იბრძოლა და ბევრ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.დამეთანხმებით, დე როსისთან და სტროოტმანთან დაპირისპირება ადვილი არაა.”

წყარო : Football Italia

39 thoughts on “ალეგრი : “მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”

  1. ფართხალაში სიმშვიდის არქონა ვიგულისხმე, არ მახსვს მაგას საჯარიმოში ბურთი დაემუშავებინოს მეტოქე მოეტყუებინოს და ცენტრში აეწიოს ბონუჩივით ბურთს სულ კუთხურზე ან აუტზე იშორებს, დალშე მგელი რომ არის ყველასთვის ნათელია. რუგანის უკვე დაეტყო ბბსის ხელი, კიელოს დუხი, ბარძალის კონცენტრირებულობა მოედანზე და ბონუს შორეული პასები, რომანოლის გადაუჯოკრა უკვე

    1. ისე ბერარდიც კარგს იზამდა ზახას მაგივრად გადმოსულიყო იუვეში გაისად, აქ ვარჯიშებზე უფრო მეტს ისწავლუდა ვიდრე სასუოლოს ძირითადში, ეგ და ვერატი შემდეგ სეზონში თუ მოუყვანეს ჩავთვლი რომ ბოსობა კარგად მუშაობს, იქნება ბარსამ ისე ამოამყნოს პსჟ რომ ინანოს ბურჟუებთან წასვლა

    2. რუგანი ამათ ხელში მართლაც სრულყოფილ მცველად ყალიბდება, ერთადერთი ხელებით ჯიკავს უნდა შეეშვას. იმედია მეტად დატვირთავს ალეგრი აწი.

  2. ზოგითვლის, რომ რომა გვჯობნიდა თამაშით. იუვე აკონტროლებდა თამაშს. კარგად გაიხსენეთ, გოლამდე იუვემ გადაუარა რომას, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. გოლის შემდეგ თამაშს აკონტროლებდნენ და ძირითადად მეორე ნომრად თამაშობდნენ, კონტრშეტევა რო არ გამოპარვოდათ. საერთო ჯამში გუნდმა ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, არ შეაქმნევინეს რეალური საგოლე მომენტი, თვითონ კი შეეძლოთ კიდევ გატანა. ასევე მოუგეს ორთაბრძოლებში, რაც სპალეტიმაც აღიარა. განსაკუთრებულად სტურარო გამოიყურებოდა, ასევე მანჯუკიჩი და სანდრო. კარგი იყო რუგანი, ძალიან წაადგა თანაგუნდელების ტრვმები )) უფრო თავდაჯერებული გახდა! იგუაინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ოსტატობა. მარკიზიო და ხედირა დიდად არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ შავი სამუშაო კარგად ჩაატარეს. ერთადერთი ჩავარდნა მკვდარდადო იყო )) მოკლავდა ცემით ალეგრი… ბოლოს სპალეტიმ საინტერესო რამ თქვა: – ყოველთვის ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს, რომ საჭიროა არა ამბიციების დეკლარირება, არამედ მოედანზე დამტკიცება!!! :forza:

  3. Kვადრადოს მაგივრად გუშინ დიბალა რო შემოსულიყო უეჭველო შევუგდებდით. Vერ გამოიცნო მაქსმა შეცვლა კაი თამაში გამოვიდა რუგანი ნელ ნელა ძალიან იხვეწება სტურარო მომეწონა კარგად შლიდა თამაშს მანჯუ ძალიან დონეა და ღიპუცამაც შანსი გამოიყენა. Aუ ნაინგოლანი რა მაგარია და როგორ დახატავდა ამ იუვეს რა :forza:

  4. სეზონის დასჭყისში სასტავი დავწერე და სტურარო მყავდა მანდ ალბათ ბევრმა გაიცინა ვინც წაიკითხა მაშინ

  5. კიელინი თუ ფართხალა მცველია,მაშინ ერთადერთი მცველი დარჩენილა მსოფლიო ფეხბურთში(რამოსი)მის გარდა კიელოზე მაგარი არავინაა

  6. Sturaro sawiro Kaci roa yvela zlier metoqestan magaze 2 azri araa, maseti Kaci yvelaze metad sawiroa Im tamashshi sadac an autsaideri viqnebit an tanabari zalis metoqestan. Empolistan da palermostan aba shansi araa magis kargi Tamashi gamochndes.
    sturaro maxsovs, realtan, bavariastan, germaniastan, da gushin romastan, roca sawiroa Sul igijebs tavs

  7. სუპერთასი დაიკიდეოზე ძაან გამეცინა:)))) სუპერ თასი არის ტიტული, რომელიც ისტორიაში იწერება და არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. რას ქვია დაიკიდე. პირიქით მაგ თამაშIს მერე ისვენებს გუნდი საშობაოდ და უნდა მიაკვდნენ მილანს და ჩაადუღონ. მერე სასიამოვნო დასვენების დღეები ექნებათ

    1. რატო ბრაზდები ძმაო მოიგოს რა კი არ მეწყინება მარა მე მაინც თვლი რო ამის გამო ძირათადი სასტავის დაღლა არ ღირს და მეორე კამინდით თუ დადებს ბაზარი არაა თორე იმაჰი გეთანხმები რო ყველა ტიტული ტიტულია და რათქმაუნდა ცუდი არ იქნება მარა ახლა კაცურად მითხარი როგორ ვინერვიულო არ ვიცი მასწავლე მე რო იუვეს ვთამზე ვერ ვნეირლობ წარმოიდგინა რამდენად ისითი პონტია ეს რაღაც სუპერ თასი იტალის თასი და ასეთი ტიტულები დადებს დადოს ბაზარი არა ამ ტიტულებითაც გავიხარებ და ბედნიერი ვიქნები მარა სამწუხურად ვერ ვინერვიულობ :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza:

  8. ალეგრი სუპერ თასი დაიკიდე რა ტყვილა არ დაღალო გუნდი თუ მაინდამაიც მეორე სასტავი ათამაჰემი თუ უნდა მოვიგოთ მაინც მოვიგებთ თუ არადა არაფერი ტიტული არაა

  9. გილოცავთ ბიჭებო! ახლა პატარა ანალიზი. რუგანი ყოველ თამაში იზრდება და კაია ბენატია რომ ამჯობინებს ალეგრი. ლიხტშაინერი უკვე ვერ ქაჩავს და დროა კლუბმა მარჯვენა მცველზე იფიქროს. სტურარომ საერთოდ დაგლიჯაა და საწყენია რომ ვერ გაიტანა. იმედია ბიჭები ლიგას მომზადებული შეხვდებიან :juvee:

  10. არა არა სტურაროს გაშვება შეცდომა იქნება, გადაჭრილი გატუზოა კაცმა რამდენი იბრძოლა დღეს დაჟე მანჯუკიჩს გადაუჯოკრა, კიელინი არ იყოს კიდე ფართხალა მცველი კარგი იქნებოდა :forza: :forza: გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებო ეს ერთი და სხვა მრავალი :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.