ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “ახალი კონტრაქტი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა”

კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ პრესის წარმომადგენლებს ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“კონტრაქტი 2021 წლამდე გავახანგრძლივე, ვრჩები გუნდში, რომელთან ერთადაც წარმატების მიღწევა შემიძლია.ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ და რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგოთ, ამისთვის იუვენტუსი ყველაფერს გააკეთებს.პირადად მე, მსურს კარიერის დასრულებამდე მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენო და არასოდეს დავნებდე.”

“იუვენტუსში ფეხბურთელის პროგრესისთვის იდეალური პირობებია შექმნილი, ყველა თვალსაზრისით.ფეხბურთელებთან ერთად მუშაობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ანდრეა ანიელი, პაველ ნედვედი, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, გამიმართლა, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა.საფეხბურთო მოედანს გარეთ კი გვერდით ჩემი ოჯახი მიდგას, ჩემი მეუღლე და ორი შვილი.ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაციაა, გსურს გაცილებით მაღალ დონეზე იასპარეზო, ვიდრე ამას ახლა აკეთებ.”

“ჩემი აგენტები, ალბერტო ფერარინი და ალესანდრო ლუჩი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, მათ იცოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება.ურთიერთობა სახელად ბონუჩი – იუვენტუსი 6-7 წლის წინ დაიწყო და მსურს, ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს, ეს ჩემი ოჯახია.”

“მსურს, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მოედანზე, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მალე კვლავ მწვრთნელის განკარგულებაში ვიყო.ამ კონტრაქტით კლუბმა დამიმტკიცა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და ახლა თითოეულ ვარჯიშზე, თითოეულ შეხვედრაზე ორმაგად დავიხარჯები, რათა ეს იმედები მაქსიმალურად გავამართლო.იუვენტუსის მაისურის ტარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქს
მაქს
8 years ago

წელს ყველა გრანტი მოსუსტებულია, თუ არ ჩავთვლით მესის და ბარსას. იტოგში დიდი შანსი გვაქვს ლიგა დავდოთ. მგონი ბარსსა-იუვე გამეორდება :davliot:

დელ პიერო
დელ პიერო
8 years ago
Reply to  მაქს

manamde tu ar shevxvdit mec mgonia rom ganmeordeba juve-barca tumca amjerad chvenia tasi :forza:

Lb19
Lb19
8 years ago
Reply to  მაქს

რეალი რეკორდს გვიხსნის და რავიცი ასე ხაზის გადასმა არ შეიძლება :chuvak:

ალეკო
ალეკო
8 years ago

ყოველ შემთხვევაში იუვეზე ზედმეტი არასდროს დაცდენია და რასაც ამბობს ყველაფერს კარგს,და მიმაჩნია რო მართალია მცირე დროით მაგრამ იუვეში ღირსეული 10-იანი იყო :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მართალი ხარ ძმაო

Soni
Soni
8 years ago

Alegris moments ro vuyurebxolme kaliaristan bolo wutze ro gagijda magrad mecineba sul maviwyebsxolme magis shecdomebs :lool:

Soni
Soni
8 years ago

Rato ukvirt am xalxs aseti ambebi ver vxvdebi

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ამ კაცში იმდენად ვხედავ კაპიტანს როგორც არავისში ჯუვეს შემადგენლობაში ბუფონის მერე მაგარი მომხოდველია ტიპი დიდი პატივისცემის მიუხედავად კიელინიზე მეტად ამაში ვხედა ლიდერს ეს და მარკიზა უნდა გახდნენ კაპიტანი და ვიცე კაპიტანი

dito chanturia
8 years ago

და ნუ ნაკრებშიც ეს უნდა იყოს ბუფონის მერე უკონკურენტოდ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წელს ლიგის ფინალში მინიმუმ ვარ ბიჭებო მჯერა მე ამის და სკუდეტო ისეც ჩვენი ტყუილად ფარტხალებენ დანარჩენები.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი ხარ ბონი იუვენტუსის სული და გული ხარ. შენი იმედი მაქ.

Lomiajuve
8 years ago

აბა რა ვაბშე კარიერა იუვეში უნდა დაასრულო :-)

მაქს
მაქს
8 years ago

ამ ტევესისნაირი ურჯულო პიროვნება არ მინახავს. მოვიდა იუვეში ტოპ ფორმაში ჩადგა, მერე წავიდა თითქოსდა ბოკას მინდა დავეხმაროო და ახლა კიდე ჩინეთში წავიდა ფულის საკეთებლად…. ფუი რა, დ არჩენილიყო იუვეში 1 წელი მაინც. ლეღვი :down:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  მაქს

ძნელია არ დაგეთანხმოს ვინმე მაგიჰი მეც მეგონა რო რადგან იქ გადავიდა იმის ერთგული იქნებოდა ყოველთვის ისე მე როგორც იუვეს ბალეჰიკს ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია და არც ჩემი გუნდისთვის და სადაც უნდა წავიდეს სულ ბედნიერად იყოს

რეალისტი
რეალისტი
8 years ago
Reply to  მაქს

კვირაში 615 000 ევრო მოგცენ და ნახავ შენც თუ არ წახვალ. ))))

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

არ წავა, დარწმუნებული იყავი

მაქს
მაქს
8 years ago
Reply to  10_means_alex

წასვლა კიარაა პრობლემა, კაცი რომ იტყვი “ხუიორსის”სისხლი ჩქებს ჩემ ძარღვებშიო და მეორე დღესვე რომ მიატოვებ ფულის გამო, გამოდის უხსენებელზეჰკიდია მაგას ეს და ის გუნდები, ამრტო ფულზე ჩალიჩობს

juve amor
რეალისტი
8 years ago
Reply to  მაქს

ეგ საერთოდ მაწანწალა იყო კარიერის დაწყებისთანავე,დიდხანს ვერსად ვერ ძლებდა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  მაქს

კი ბატონო მაგიჰი მართალი ხარ

ალეკო
ალეკო
8 years ago

აბა რა :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x