ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ზენიტისგან ვიტსელის თაობაზე საბოლოო პასუხს ველით”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში სატრანსფერო სამიზნეებზე ისაუბრა..

“აქსელ ვიტსელსა და როდრიგო ბენტანკურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ უარვყოფ, ზამთარში ურუგვაელი ნახევარმცველის გაფორმებას არ ვაპირებთ, თუმცა მომავალ წელს, აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას.რაც შეეხება ბელგიელს, მას ჯერ კიდევ აკავშირებს ზენიტთან კონტრაქტი, თუმცა ყველაფერი რუსული კლუბის გადასაწყვეტია.სულ მალე პეტერბურგელებისგან საბოლოო პასუხი უნდა მივიღოთ, თუ არადა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ვიტსელს დავიმატებთ.”

“კალდარა და გალიარდინი ? – ატალანტას რიგებში მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელები ირიცხებიან, ჩვენ კი ვცდილობთ, იუვეში მათ თავი მოვუყაროთ.არსებულ ვარიანტებს განვიხილავთ და საბოლოოდ შავ-თეთრ მაისურს ისინი მოირგებენ, ვინც ნამდვილად დაიმსახურებენ ამას.”

ბოლო ინფორმაციით, “ზენიტმა” შესაძლოა 10 მილიონი ევრო მოითხოვოს ვიტსელის სანაცვლოდ, მაროტა კი მხოლოდ ექვსის გადახდას აპირებს.რუსებმა ბელგიელის შემცვლელი უკვე დაიმატეს და უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ზაფხულში აქსელთან უფასოდ გამომშვიდობება.

კალდარასთან დაკავშირებით კი “იუვე” უკვე მოლაპარაკებების პროცესშია და აპირებს, 20 მილიონი ევრო გადაიხადოს მცველის სანაცვლოდ.2017/18 წლების სეზონამდე იტალიელი ბერგამოში დარჩება და სწორედ ამის შემდეგ მიაშურებს ბებერ ქალბატონს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ნედვედა
ნედვედა
8 years ago

ეს 20 მილიონი რა ხამობაა ეგეც არიყოს პოლ პოგბა რა.

Giampiero Boniperti
8 years ago

28 წლის ვიტსელში ფულის გადახდას 19 წლის კესი მოიყვანონ ატალანტადან, ტექნიკური, მენტალურად ძლიერი და ჟირკიანი ფეხბურთელია, ვიტსელის დონის უფრო უკეთესი თუ არა ასამოაც გვყავს გუნდში

8 years ago

კესისნაირი პერსპექტიული სტურარო და ლემინაც გვყავს. იანვარში შემდგარი ფეხბურთელი გვჭირდება, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება ექნება. ვიტცელი კარგი ვარიანტია, მაგრამ 10-ს ითხოვს ზენიტი.

Giampiero Boniperti
8 years ago
Reply to 

ცუდი ფეხბურთელი ნაღდად არაა მაგრამ, ვიტსელის თამაშს მირჩევნია დრო სტურაროზ მოახმარონ, როგორც რუგანი პროგრესირებს ესეც დაღვინდება ამასობაში, ვიტსელი საშუალოზე მაღალი კლასისაა მაგრა ტოპი არაა, ამიტონ სჯობს პერსექტიულებს მისცენ შანსი და ზაფხულში მოიყვანონ სერიოზული ხალხი პიანიჩივით და ჰიგუაინივით, ვერატი მაგალითად., დროა უკვე, ..სანჩესიც გამიხარდება

8 years ago

ჰოდა თუ ვერატი და ტოპ იგრკოკები მოვლენ ზაფხულში, მაშინ რა აზრი აქ წელს სტურაროს პროგრესს. ტოპი ვერასდროს ვერ გახდება და მაგის წვალების ყურებას ისევ საშუალოზე მაღალი დონის გვყავდეს არ ჯობია?

Giampiero Boniperti
8 years ago
Reply to 

სტურარო რომ დიდი მოდრიბლავე და მესი რომ არ გახდება ყველამ ვიცით, მაგრამ მარონეს დონეზეც არ დავა, კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდნენ რომ არ სჯეროდეთ ამ ბიჭის პროგრესის, რადგან უკვე სუსტების გამოხშირვა იწყება იუვეში ტოპ მიზნებს ტოპფეხბურთელები სჭირდება, სტურაროს დიდი ფანი არ ვარ მაგრამ, რეალთან და ევროპაზე რაც ითამაშა გამოჩნდა რომ ჭიჭვეიშვილი არ ყოფილა, ორთაბრძოლებს იგებს, ალღოც აქვს გოლის, შესრულებასაც ისწავლის იმედია, თუ დაიხვეწება გამიხარდება

rmzjuve
rmzjuve
8 years ago

ზენიტს ფული არ უჭირს, თუ გაჯიუტდებიან არც 10 ლიმონში გამოუშვებენ ვიტსელს. არადა ზუსთად მაგ მოთამაშე დაგვჭირდება ლიგაზეე და თუ ჭირდებათ არაა დრო ვაჭრობის უნდა იყიდონ.რაც შეეხება კალდარას და გალიარდინის რაც ვნახე 4-5 თამაში ძალიან მომეწონენ და ღირს მაგ ბიჭებში ინვესტიცია.

მილანისტა
მილანისტა
8 years ago
Reply to  rmzjuve

არ გამოუშვებენ.
ღირსების ამბავია. შეეძლოთ ზაფხულში გაეშვათ და ზამენა ეთამაშებინათ მის მაგივრად მარა ჭირდებოდათ იმწუთას, მაყუთს არ დახარბდნენ და შემცვლელი არააო მოიმიზეზეს. სადაც დიდ ფულში არ წამოვიდა იქ 9 ლიმონზე არ დახარბდებიან. და 10 ად თუ გამოუშვეს მაშინ მაროტა ყოფილა გალიანი და ბალოტელი ერთად აღებული.

VIKING
VIKING
8 years ago

კალდარასთან უკვე გადაწყვიტეს, როგორ აგენტი ამბობს. 20 მილიონს + ბონუსები. ახალგაზრდა იტალიელ ტალანტში ფულის დაბანდება, სწორი სვლაა… თუ აკვირდებით, ბოლოს როდის გადაიხადა იუვემ იტალიის გარეთ დიდი ფული? მხოლოდ იტალიაში ყიდულობს და თან მაქსიმალურ ფასებში! ანიელი ამბობდა ამას რამდენიმე წლის წინ, სჯობს ფული იტალიაში დარჩესო, ამით სერიას გაძლიერებაში თავისი წვლილი შეაქვთ და თან სტიმულს აძლევენ ახალგაზრდა ტალანტების გაზრდისთვის! :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ გინდათ ფული ზაფხულჰი ვაფჰე უფოლოდ წამოვა უტვინო ზენიტის უფრობა ამას ვერ ხვდებით თუ თქვენი თავის ჯინი გაქვთ

ფიცხელა
ფიცხელა
8 years ago

მართლა რუსები არიან რა :blin: :blin:

ფიცხელა
ფიცხელა
8 years ago

მართლა რუსები არიან რა :blin: :blin:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x