ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “ახალი კონტრაქტი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა”

კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ პრესის წარმომადგენლებს ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“კონტრაქტი 2021 წლამდე გავახანგრძლივე, ვრჩები გუნდში, რომელთან ერთადაც წარმატების მიღწევა შემიძლია.ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ და რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგოთ, ამისთვის იუვენტუსი ყველაფერს გააკეთებს.პირადად მე, მსურს კარიერის დასრულებამდე მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენო და არასოდეს დავნებდე.”

“იუვენტუსში ფეხბურთელის პროგრესისთვის იდეალური პირობებია შექმნილი, ყველა თვალსაზრისით.ფეხბურთელებთან ერთად მუშაობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ანდრეა ანიელი, პაველ ნედვედი, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, გამიმართლა, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა.საფეხბურთო მოედანს გარეთ კი გვერდით ჩემი ოჯახი მიდგას, ჩემი მეუღლე და ორი შვილი.ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაციაა, გსურს გაცილებით მაღალ დონეზე იასპარეზო, ვიდრე ამას ახლა აკეთებ.”

“ჩემი აგენტები, ალბერტო ფერარინი და ალესანდრო ლუჩი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, მათ იცოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება.ურთიერთობა სახელად ბონუჩი – იუვენტუსი 6-7 წლის წინ დაიწყო და მსურს, ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს, ეს ჩემი ოჯახია.”

“მსურს, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მოედანზე, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მალე კვლავ მწვრთნელის განკარგულებაში ვიყო.ამ კონტრაქტით კლუბმა დამიმტკიცა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და ახლა თითოეულ ვარჯიშზე, თითოეულ შეხვედრაზე ორმაგად დავიხარჯები, რათა ეს იმედები მაქსიმალურად გავამართლო.იუვენტუსის მაისურის ტარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია.”

წყარო : Football Italia

21 thoughts on “ბონუჩი : “ახალი კონტრაქტი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა”

  1. წელს ყველა გრანტი მოსუსტებულია, თუ არ ჩავთვლით მესის და ბარსას. იტოგში დიდი შანსი გვაქვს ლიგა დავდოთ. მგონი ბარსსა-იუვე გამეორდება :davliot:

  2. ყოველ შემთხვევაში იუვეზე ზედმეტი არასდროს დაცდენია და რასაც ამბობს ყველაფერს კარგს,და მიმაჩნია რო მართალია მცირე დროით მაგრამ იუვეში ღირსეული 10-იანი იყო :forza:

  3. ამ კაცში იმდენად ვხედავ კაპიტანს როგორც არავისში ჯუვეს შემადგენლობაში ბუფონის მერე მაგარი მომხოდველია ტიპი დიდი პატივისცემის მიუხედავად კიელინიზე მეტად ამაში ვხედა ლიდერს ეს და მარკიზა უნდა გახდნენ კაპიტანი და ვიცე კაპიტანი

  4. წელს ლიგის ფინალში მინიმუმ ვარ ბიჭებო მჯერა მე ამის და სკუდეტო ისეც ჩვენი ტყუილად ფარტხალებენ დანარჩენები.

  5. ამ ტევესისნაირი ურჯულო პიროვნება არ მინახავს. მოვიდა იუვეში ტოპ ფორმაში ჩადგა, მერე წავიდა თითქოსდა ბოკას მინდა დავეხმაროო და ახლა კიდე ჩინეთში წავიდა ფულის საკეთებლად…. ფუი რა, დ არჩენილიყო იუვეში 1 წელი მაინც. ლეღვი :down:

    1. ძნელია არ დაგეთანხმოს ვინმე მაგიჰი მეც მეგონა რო რადგან იქ გადავიდა იმის ერთგული იქნებოდა ყოველთვის ისე მე როგორც იუვეს ბალეჰიკს ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია და არც ჩემი გუნდისთვის და სადაც უნდა წავიდეს სულ ბედნიერად იყოს

        1. წასვლა კიარაა პრობლემა, კაცი რომ იტყვი “ხუიორსის”სისხლი ჩქებს ჩემ ძარღვებშიო და მეორე დღესვე რომ მიატოვებ ფულის გამო, გამოდის უხსენებელზეჰკიდია მაგას ეს და ის გუნდები, ამრტო ფულზე ჩალიჩობს

          1. ეგ საერთოდ მაწანწალა იყო კარიერის დაწყებისთანავე,დიდხანს ვერსად ვერ ძლებდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.