ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი : “იუვენტუსში ტიტულების მოსაგებად მოვედი”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა გაზეტა დელო სპორტს საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ორი წლის წინ მოგებული იტალიის სუპერთასი, როცა იუვენტუსს ნაპოლის რიგებიდან დუბლი შევუსრულე, ტიტული კი სახლში წამოვიღეთ.ახლა ბებერი ქალბატონის წევრი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ.”

“მინდორზე გასვლისას გოლებზე არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარია გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.არ აქვს მნიშვნელობა, მოვახერხებ თუ არა თავის გამოჩენას, გამარჯვება მნიშვნელოვანია.მილანთან საკუთარი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი, სან სიროზე როსონერისთან დავმარცხდით, მირალემ პიანიჩის გოლი რომ ჩათვლილიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა, რთული მატჩი გამოდგა, დავმარცხდით, საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლეთ.”

“სუპერკოპა იტალია ჩემპიონთა ლიგასთან არაფერ შუაშია, ეს ერთთამაშიანი ჯახია, რომელშიც უძლიერესი გაიმარჯვებს.ვის დავიმატებდი იუვეში ? – არავის, სწორედ ამ თანაგუნდელებთან მსიამოვნებს თამაში, ვეცდებით ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ და ზედიზედ მეექვსე სკუდეტო მოვიგოთ.ტურინში ტიტულების მოსაგებად მოვედი და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებ კიდეც.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Lomiajuve
Lomiajuve
7 years ago

ტრიპლეტს დასვავს იუვე <3

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მიდი იგუ მჯერა ჰენი

1juve
1juve
7 years ago

Wkviani kacia, ro etqva mesi da aguero mindao gamochndeboda ro sagi azrovnebisgan shorsaa da is ro etqva zonzi da vitseli mindao amit kide xediras pianics markizios da sturaros miayenebda sheuracyofas, am gunds AR wirdeba wlis bolomde xelis shexeba

........
........
7 years ago
Reply to  1juve

ხო კარგად ხარ??? ასეთი კომენტარი რამ დაგაწერინა :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x