ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “მილანთან რთულ მატჩს ველით”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ სუპერთასის მატჩზე ისაუბრა..

“გასულ სეზონში ტრავმის გამო სეზონის მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვტოვე, დღეში ორჯერ მიწევდა ვარჯიში იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პროცესი დროულად დამესრულებინა.ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე კარგ ფორმაში ვიქნები.მსურს ყოველთვის მინდორზე ვიყო და თანაგუნდელებს დავეხმარო, ლაზარეთში ყოფნა აუტანელია.2016 წელს მოხდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ფაქტები, ტიტულები მოვიგეთ, ახალ წელს კი გამარჯვების სურვილით ვხვდებით.”

“დოჰაში მილანთან რთული მატჩი გველის, როსონერიმ კალჩოში ერთხელ უკვე დაგვამარცხა და შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.მონტელას ახალგაზრდა გუნდი ჰყავს და ჩვენს მსგავსად, მათაც სურთ სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება.”

“შვილების სიყვარული ფეხბურთისადმი ? – ცხოვრობდე, იზრდებოდე ტურინში და ეს სპორტი არ გიყვარდეს, წარმოუდგენელია, ჩემი ბავშვებიც რა თქმა უნდა გატაცებულნი არიან ფეხბურთით.თუ ერთ დღეს ტორინოს მაისურს მომთხოვენ, უარს ნამდვილად არ ვეტყვი.”

წყარო : Football Italia

6 thoughts on “მარკიზიო : “მილანთან რთულ მატჩს ველით”

    1. ტორინოს ტურინში უფრო მეტი ფანი ყავს ვიდრე იუვეს, ტორო იუვესან გამოყოფილმა ფეხბურთელებმა დააარსეს, მუშათა კატეგორიის და დაბალი ფენის ხალხმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.