ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩი : “იუვესთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, მარიო მანჯუკიჩმა გაზეტა დელო სპორტს ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“ალეგრისთან ჩემი დამოკიდებულება ? – ჩვენ ერთიდაიგივე მიზნები და ამოცანები გვამოძრავებს, შესაბამისად, ურთიერთობა ძალიან კარგია.სპალეტის რაც შეეხება, მას დავეთანხმები და იუვენტუსს მართლაც ვუწოდებ ცხოველების გუნდს, რეალურად, ფეხბურთში ასეა.თუ 90 წუთი ერთ ადგილზე დგომას და ლოდინს აპირებ, თუ როდის მოგეცემა გოლის გატანის შანსი, მეტოქე აუცილებლად დაგამარცხებს, ჩვენ მოძრაობას წამითაც არ ვწყვეტთ და მუდამ ვცდილობთ, მოწინააღმდეგეს პრობლემები შევუქმნათ.”

“მილანთან მატჩი ? – სასწორზე კიდევ ერთი ტიტული დევს და ბუნებრივია, ორივე გუნდი ბოლო წამამდე იბრძოლებს.მილანელებმა სან სიროზე უკვე დაგვამარცხეს და ამით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.მოტივაცია და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.”

“ბავარიასთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა ? – ფეხბურთელის კარიერაში ლიგის მოგება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტია და ჩემთვისაც ასე იყო, საოცარი ემოცია და სიხარული.იმედი მაქვს, ერთ დღესაც იმავე გრძნობას იუვენტუსის მაისურით განვიცდი.კარიერის დასრულების შემდეგ მინდა მწვრთნელი გავხდე, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ამ სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია.”

იუვენტუსში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, მინდორზე კი ყველანი ცუდი ბიჭები ვხდებით, ყველას თამაში სურს.იგუაინის გუნდში მოსვლის შემდეგ არავის ჰქონდა გარანტია, თუ ვინ ითამაშებდა, კონკურენცია მართლაც დიდია.მე და გონსალო ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ, როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს მიღმა.შეიძლება ხალხს ძალიან სურს, ჩვენს შორის უსიამოვნება იყოს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.ფეხბურთისადმი ჩემებური ხედვა მაქვს, არ ვფიქრობ, რომ ფორვარდი ერთ ადგილზე დგომით რაიმე შედეგს მიაღწევს, მან უნდა ირბინოს და თავად ეცადოს ბურთის მოპოვებას.დავრბივარ თუ არა იგუაინზე მეტს ? – ყველა ფეხბურთელზე მეტს დავრბივარ, დამიჯერეთ.”

“დიბალასთან წყვილში თამაში ? – მაღალი დონის მოთამაშეებს ყოველთვის შეუძლიათ, ერთმანეთს გაუგონ, ფეხბურთი გენიალური და ამავდროულად მარტივი სპორტია, ამიტომ, მე და პაულო მინდორზე ერთად თავს კარგად ვიგრძნობთ.”

“კარიერის დასაწყისი ? – მამაჩემის დამსახურებაა ის, რომ დღეს ფეხბურთელი ვარ.სწორედ მას დავყავდი ვარჯიშებზე და მან შემაყვარა ეს სპორტი, ჩემი კუმირი ბრაზილიელი რონალდო გახლდათ, ფენომენო.არ ვთვლი, რომ ფორვარდი მხოლოდ გოლების გასატანადაა მოედანზე, ვცდილობ, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო, ჩემი მიზანია იუვენტუსმა მოიგოს.”

“გასული სეზონი ძალიან ცუდად დავიწყე, უდინეზესთან მატჩში ტრავმამ რამდენიმე თვე მოედანს მიღმა დამტოვა, ტკივილები, მუდამ გამაყუჩებლები, შემდეგ დაბრუნება და ძირითადი დროის სათადარიგოთა სკამზე გატარება.პატარა ბავშვივით იმედგაცრუებული ვიყავი, ემოციებს ვერასდროს ვმალავ, რობოტი არ ვარ და თან, საკმაოდ ემოციური გახლავართ.არ მიყვარს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა, მინდა სულ მინდორზე ვიყო, დავრბოდე, ვიბრძოდე და ასე შემდეგ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მაგარი ხარ მანჯუ

Soni
Soni
9 years ago

Es didixani minda juveshi magari pegburtelia klasni da ase shemdeg da sul dziritadshi unda iyos ise pormashia sagol mario

maradona73
maradona73
9 years ago

ამას ხელი არ დაედოს, სპარტანელივით იბრძვის 90 წუთი :juvee:

ალე
ალე
9 years ago

მაგარი კაცია :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x