ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ატალანტასთან შეთანხმებას მივაღწიეთ”

ჯუზეპე მაროტამ სკაი სპორტთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტურინის “იუვენტუსი” “ატალანტადან” ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს..

“არ უარვყოფ, რომ იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები გვაინტერესებს, მათ გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებთ.ატალანტას ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე გვქონდა, სატრანსფერო ფანჯარა პირველ იანვარს იხსნება და შემიძლია გითხრათ, რომ ბერგამოს კლუბიდან ერთ-ერთი მოთამაშის ტრანსფერს დავადასტურებთ.”

იტალიური პრესა ამტკიცებს, რომ მაროტას საუბარი მატია კალდარაზე ჰქონდა, ბიანკონერები მას ოფიციალურად შეიძენენ და ან სეზონის ბოლომდე, ან 2018 წლის ზაფხულამდე “ატალანტაში” არენდით დატოვებენ.ფეხბურთელის ფასი 18 მილიონ ევროს პლიუს ბონუსები იქნება.მიმდინარე სეზონში 22 წლის მოთამაშეს 11 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე სამი გოლია.

წყარო : Football Italia

3 thoughts on “მაროტა : “ატალანტასთან შეთანხმებას მივაღწიეთ”

  1. 18 მილიონი + ბონუსები კაი თანხაა. პერსპექტიული ბიჭია მაგრამ ამხელა თანხა რავიცი რავიცი. თუმცა იუვე რომ ტყუილად არ გაისროდა ამ თანხას ფაქტია. მოდი მოდი ბარძალი და მალე კიელინიც ჩანაცვლებას საჭიროებს და რუგანისთან ერთად ამასაც გამოვზრდით :juvee: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.