მაროტა : “ფრენის გადადება მატჩზე ზეგავლენას არ მოახდენს”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ “მილანის” გაუქმებულ ფრენასთან დაკავშირებით პრესას მცირე ინტერვიუ მისცა..
“ადრიანო გალიანი გამოცდილი დირექტორია და იცის, რომ ასეთები ფეხბურთში ხშირად ხდება.ამ თემის დეტალურ განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი დღით გვიან დოჰაში ჩაფრენა ფინალზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.თანამედროვე პერიოდში ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ფეხბურთელები მოედანზე ქალაქში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში გასულან.ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე უპირატესობას ვფლობთ, ვიცით, მილანის მებრძოლი ხასიათი და რთული მატჩის მოლოდინში ვართ.ეს შეხვედრა იტალიური ფეხბურთისთვის დიდი რეკლამა იქნება და ორივე გუნდმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საინტერესო დაპირისპირება გამოდგეს.”
ეზარებათ ამხელა გზაზე გამგზავრება ალბათ
Ra unda to ras wuwuneben aha jandabas pora miecit