ტუტოსპორტი | “იუვენტუსი” ვიტსელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

ტუტოსპორტმა აქსელ ვიტსელთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა..
იტალიური გამოცემის მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებს “ზენიტთან” მოლაპარაკებების გამართვას და გადაწყვეტას, გადმობარგდება თუ არა ვიტსელი ბებერ ქალბატონში.ჯუზეპე მაროტა რუსულ მხარეს 6 მილიონ ევროს შესთავაზებს და იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი კვლავ ჩაიშლება, ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყებს მუშაობას.მარიო ლემინასა და კვადვო ასამოას აფრიკის თასზე გამგზავრების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის ნახევარმცველი სჭირდება და დიდი ალბათობით, ერთ შუახაზელს მაროტა/პარატიჩის დუეტი გაიფორმებს.
ამას გადმოიყვანს აუცილებლად