ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “იუვენტუსის მაისურით ამ რაოდენობის მატჩების ჩატარება სიამაყის საბაბს მაძლევს”

“მილანთან” გასამართი დაპირისპირება ჯანლუიჯი ბუფონისთვის ტურინის “იუვენტუსის” მაისურით მე-600 იქნება, ამ თემასთან დაკავშირებით კაპიტანმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა..

“მოხარული ვარ იმით, რომ ვიღაც ჩემს მიერ ჩატარებულ შეხვედრებს ითვლის.იმედი მაქვს, ხვალ მორიგ ტიტულს მოვიგებთ და ეს ჩემთვის ბოლო თასი არ იქნება.მილანს ახალგაზრდა და მონდომებული გუნდი ჰყავს, მათთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, სან სიროზე ერთხელ უკვე დაგვამარცხეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოინდომებენ ამის გაკეთებას.ერთ გუნდთან ორჯერ წაგებას მიჩვეული არ ვარ, იუვენტუსი მინდორზე მოტივირებული გავა და დარწმუნებული ვარ, სახლში ტიტულით დავბრუნდებით.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ბუფონი : “იუვენტუსის მაისურით ამ რაოდენობის მატჩების ჩატარება სიამაყის საბაბს მაძლევს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.