ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “დიბალას შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ “მილანთან” მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა..

“ჩვენი რიგებიდან მატჩში გადამწყვეტი როლი შესაძლოა პაულო დიბალამ ითამაშოს, როსონერის მხრიდან კი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.ერთმატჩიან დაპირისპირებაში 90 წუთი მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დავისჯებით.წლის ტიტულით დასრულება ძალიან კარგი იქნება, ამიტომ იუვე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.”

“როსონერისთან სან სიროზე გამართული შეხვედრის შედეგზე პიანიჩის გაუქმებულმა გოლმა სერიოზულად იმოქმედა, გოლი რომ ჩათვლილიყო, სხვაგვარი თამაში წავიდოდა.ბაკა თუ ლაპადულა ? – ორივე მოთამაშე განსხვავებული მახასიათებლებისაა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მათ ნახევარი მომენტის სჭირდებათ გოლის გასატანად.აღსანიშნავია, მბაიე ნიანგიც, სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე ყოველთვის სახიფათოა.”

“BBC ? – მიუხედავად ტრავმებისა, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით, თუმცა, რუგანის შესანიშნავი თამაში უნდა აღინიშნოს.ის ყოველ დღე ამტკიცებს, რომ იუვენტუსის მომავალია, კონტრაქტის გახანგრძლივებამ ეს კიდევ უფრო ცხადყო.ჩვენს გუნდში ხუთი მაღალი დონის მცველია, ბარძალი, ბონუჩი, ბენატია და რუგანი, ბევრ შეხვედრას ვატარებთ და რომელიმე ჩვენგანს დასვენება სჭირდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გეთანხმები კიელინ

Soni
Soni
7 years ago

Ise indeni iwuwunes milanma ro juves 1.70 dan 1.65 mde dauwies koepicienti

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x