ესპანური პრესა| “იუვენტუსი” ხამესით სერიოზულად ინტერესდება
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ტურინის “იუვენტუსს” ხამეს როდრიგესის შეძენა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი..
ელ მუნდო დეპორტივოს მტკიცებით, კოლუმბიელი ნახევარმცველი კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდიდან წასვლა სურს.ბიანკონერებს პოლ პოგბას გაყიდვისგან მიღებული თანხა ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუხარჯავს და შესაძლოა, ჯუზეპე მაროტამ მისი ინვესტიცია სწორედ როდრიგესში მოახდინოს.აღსანიშნავია, რომ 25 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს “პსჟ”, მანჩესტერ “იუნაიტედი” და “ჩელსიც” ინტერესდებიან.
Modi modi modi modi

Modi modi modi aq
ეს არ ღირს არც 75 და არც 80 მილიონი და ისკო ჯობია ამას, ტიპს ფაღარათი გაუჩნდა ამდენი ჯდომით სკამზე რა 80 მილიონი, ამის ნორმალური თამაში ბოლოს ვინ ნახა მეც მანახეთ
მელქისედეკმა თქვა,აბსოლიტურად მართალი.ზუსტად იგივეს ვფიქრობ
გადაიხადონ 80 მილიონი და ალბათ გაყიდიან,ან ეს ან კროსი მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელ იუვენტუსს ეს უფრო ჭირდება
ნეტა ეს მანახა იუვეში და მერე ნახეთ დიდებული გოლები და პასები. ხამესაში არის რაღაც მაგიური რაც ესე ძალიან გიპყრობს თამაშის ყურებისას, რასაც ზუსტად ვერ ახსნი სიტყვებით რა არის მაგრამ არის ის უხილავი მაგია.
ხამესა ძველი სტილის მოთამაშეა, ოდნავ ნელი, ზღაპრული ბურთის ფლობით, პასით და ულამაზესი გოლებით. ხამესა ერთერთი ბოლო მოჰიკანია ‘ნელი 9.5’-ის ერაში, მაგრამ სანამ არის უნდა დავტკბე. ის მთავარი ვარსკვლავი უნდა იყოს გუნდში მეტადრე მთავარი ვიოლინო.
არ მჯერა რომ იუვე ამას გაქაჩავს, ჩელსი 75 მიო-ს იხდის, თუმცა ერთი წამით წარმოვიდგინე რას დაამშვენებდა ხამესა ჩემს იუვეს
კარგი იქნება თუ მოხდა ეს
ზაღაპრებია, ამას წინათ მისცა ინტერვიუ და ბედნიერი ვარ რეალშიო