ხედირა : “იუვენტუსის სათამაშო ფილოსოფია გუარდიოლას სქემას ჰგავს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ გერმანულ გამოცემა ბილდთან ინტერვიუში მადრიდის “რეალში” გატარებულ პერიოდზე ისაუბრა..
“ანჩელოტის გუნდთან მუშაობის განსაკუთრებული სტილი აქვს, მასთან ერთად ფეხბურთელები ხელოვანები ხდებიან, პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე ადიან.დარწმუნებული ვარ, მსგავსი პრინციპები აქვს გუარდიოლასაც, მასთან არასდროს მიმუშავია, თუმცა შორიდანაც სჩანს, როგორი ორგანიზებულია მისი გუნდი.პაპა კარლო არაბუნებრივი იტალიელია, იგი საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ქმნის უმაღლესი დონის თამაშს, გუარდიოლას სათამაშო ტაქტიკა და სქემა კი გაცილებით რთულიად ამოსაცნობი და შესასწავლია.ვფიქრობ, იუვენტუსის ახლანდელი თამაში სწორედ პეპის სქემას ჰგავს.”
“თითოეულ ერს თავისი ტრადიციები და მენტალიტეტი აქვს.მახსოვს ერთხელ, მადრიდში ახალი გადასული ვიყავი, ტელევიზორის შემკეთებელს შევუთანხმდი, რომ 10 საათზე ჩემთან მოსულიყო, როგორც გერმანელი, 9:55 სთ-ზე ველოდი, ის კი დღის ხუთ საათზე მოვიდა.გამიკვირდა, მან კი მითხრა, რომ უნდა გამხარებოდა ის ფაქტი, რომ საერთოდ მოვიდა.”
“ვფიქრობდი, რომ იტალიელი ხალხი მენტალიტეტით ესპანელებს ჰგავდნენ, მაგრამ ასე არაა, გერმანელებს უფრო შევადარებდი.პუნქტუალური ხალხია, მონდომებული, ყოველთვის სამსახურში მიიჩქარის და ცდილობს, დრო არ დაკარგოს.თან, ყოველთვის პოულობენ დროს იმისთვის, რომ კარგი წითელი ღვინო ოჯახთან ერთად მიირთვან.”
ნეტა არ ბოდავდე რა ხედუშ, რა გვარდიოლას ფილოსოფია, ერთ გოლს გაიტანს იუვე და მერე მთელი თამაში შედეგის შენარჩუნებაზე ფიქრობს, სვარკა სვარკა :დდდდ
ხედირა კაი და ჯიგარი ტიპი ჩანს. პროფესიონალიზმიც ეტყობა, ნუ ხანდახან ფორმას კარგავდა ხოლმე რაც სხვასაც შეიძლება მოუვიდეს
Ar mevaseba germaneli xalxi ra magat somxebi mirchevnia.)) italierebi kai tipebi arian
მე ყველა ერის წარმომადგენელს ვცემ პატივს მაგრამ განსაკუთრებით ჰოტლანდიელებს ამაზე თბილი ხალხი არსად მინახია და ნამდვილი კაცები არიან ქალები ჯერ არ ვიცი არ მინახია და არც ურთიერთობა მქონია