ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” სანდროს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

მანჩესტერული გრანდების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო ტურინის “იუვენტუსი” აპირებს, ალექს სანდროს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს..

ლეონარდო ბონუჩის, სტეფანო სტურაროსა და დანიელე რუგანის შემდეგ გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სულ მალე ბრაზილიელი მარცხენა მცველიც მოაწერს ხელს.ამჟამინდელ კონტრაქტს ძალა 2020 წლამდე აქვს და სანდროს ანაზღაურება 2.8 მილიონი ევროა, ახალი ხელშეკრულების ძალით კი ვადა 2021 წლამდე გაიზრდება, ხელფასი კი 3.5 მილიონ ევრომდე.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე ბებერ ქალბატონთან ახალი კონტრაქტი პაულო დიბალამაც უნდა გააფორმოს.

წყარო : Football Italia

3 thoughts on ““იუვენტუსი” სანდროს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

  1. სანდრო რამხელა ძალაა! კარგი ქნეს რო გაუზარდეს ხელფასი, კიდევ უნდა მოუმატონ ნელნელა. ამას არსად გაუშვებენ, თვითონაც იუვეს ფანატიკოსია ( გახსოვთ როგორ გამოიქცა პორტოდან, როცა იუვე უხსენა აგენტმა? ხელფასსაც უზრდიდნენ და კაპიტნობას სთავაზობდნენ ). რამდენი მოხვდა ბრუციანს ამაში “გადაყრილი” 26 მილიონის გამო )))
    :juvee:

  2. სანდრო მაგარი ტრხნარია. ყოველთვის მაოცებს. ისე ბრაზილიის ნაკრებში მარსელოს მემკვიდრე ალბათ სანდრო იქნება. :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.