სატრანსფერო ჭორები და სიახლეები
ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფი ფორვარდის, სიმონე ძაძას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია..
ლონდონის “ვესტ ჰემი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იტალიელ ფეხბურთელს ტურინში დააბრუნებს და სწორედ ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას.ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ოფიციალურ წინადადებას ძაძას თაობაზე “ვალენსია” ამზადებდა, თუმცა ღამურების მთავარი მწვრთნელის პოსტი რამდენიმე საათის წინ ჩეზარე პრანდელიმ დატოვა და ნაკლებ სავარაუდოა, ახლა მესტალიას ბინადრებს სიმონეს ტრანსფერზე სამუშაოდ ეცალოთ.”იუვენტუსი” მოთამაშის გუნდში დატოვებას არ აპირებს, სხვა კლუბების ინტერესის შესახებ კი ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
აქსელ ვიტსელის მიმართ კი სერიოზულ ინტერესს ჩინური “შანხაი” იჩენს.აზიელები მზად არიან ბელგიელ ფეხბურთელს 72 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზონ ოთხ წელიწადში და თან, რუსული კლუბის ყველანაირი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი “ზენიტის” ყოფილი დამრიგებელი, ანდრე ვილაშ-ბოაშია და სწორედ ვიტსელმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად კვლავ მუშაობა.ჯუზეპე მაროტა ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას..
“პესკარა” კი როლანდო მანდრაგორას არენდით აყვანას აპირებს, დელფინები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტურინულ მხარესთან და სულ მალე, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.ახალგაზრდა შუახაზელმა მძიმე ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და მასიმო ოდოს გუნდში ფორმის აღსადგენად გადაბარგდება.
ჯუზეპე მაროტა ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას..
რაგას აკვირდება აგვახიეს უკვე და მაროტა აკვირდება ეს მაგარია

ეს ზაზა მარტო ბრუციანს რო ყავს ნაყიდი
თან ორჯერ ყავს ნაყიდი

აქსელა ვილაშ-ბოაშს აირჩევს ალბათ
სავარაუდოდ ვიტცელი აგვეხა
არა ძმაო ჭკვიანი ფეხბურთელი მგონია და მემგონი სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენ გუნდს აირჩევს
ღმერთმა ქნას ძმაო,ღმერთმა ქნას
Mec jkviani megona mara rac benpikadan rusetshi wavida agar mgonia da ar unda iyos gasakviri ro wavides chinetshi