ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი | ზაფხულში “იუვენტუსი” სანჩესისთვის იბრძოლებს

იმ შემთხვევაში, თუ ალექსის სანჩესი ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მის ხელში ჩაგდებას ტურინის “იუვენტუსი” ეცდება..

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეთოფეების ხელმძღვანელობამ ჯერ ჩილელ ფორვარდთან საერთო ენა ვერ გამონახა და არსებობს სერიოზული შანსი იმისა, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობა 2018 წლამდე შეწყვიტონ.თუ მოვლენები ასე განვითარდება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჯუზეპე მაროტა ინგლისურ მხარესთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს და რაც მთავარია, 28 წლის სანჩესს სერიოზულ კონტრაქტს შესთავაზებს.პლიუს ამას, გუნდი შესაძლოა მარიო მანჯუკიჩმა დატოვოს და ბებერ ქალბატონს ერთი მაღალი დონის ფორვარდის გადმობირება აუცილებლად დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სანჩესს ერთ-ერთი ჩინური გუნდი საოცარ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ალექსისმა თავად განაცხადა უარი, მას ევროპულ ფეხბურთში სურს წარმატების მიღწევა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე ლონდონურ კლუბში 2014 წელს, 42,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

წყარო : Football Italia

9 thoughts on “ტუტოსპორტი | ზაფხულში “იუვენტუსი” სანჩესისთვის იბრძოლებს

  1. რად გვინდა დიბალა ბევრად მაგარია და მომავალში საერთოდ ვერ შეადარებ . 1კაი ნახევარMცველი გინდა მაგალითად ბაზელი ტორინოდან

  2. გამოდის რომ ზაფხულში დიბალა ნახვამდის და სანჩესის მოყვანით ვითომ გადაფარავენ ამ ტრანსფერს.. თან დიბალაში რეალი ისეთ თანხას იხდის..

  3. =ტიგრ=არმინდოდა შემოსვლა 5 ტვეა რეც არ შემოვსულვარ. ალბატისინი ვინც მე მიმტკიცებდნენ რომ მაროტა მაგარი მენეჯერია და ტრანსფერებიც სცორიაო. კონტეს კი ცჰმონტეს ედზახდნენ. და ალეგრის ფენომენს. იმედია ეხლა მაინც დამუცავენ, პირს. ახალცელს გილოცავტ ნაგდდ იუვეს გულშემატკივრებს და და ვისურვებ რომ მალე ლიგის ტასი მომელოცოს ტკვენტვის. =გაიხარეტ=

  4. ზრაპარია, ეს იმხელა ხელფასს ითხოვს, დიბალას მანძუკიჩს და იგუაინს არა აქვთ ერთად აღებულს :lool:

  5. გჯერათ ეხლა ამ სიახლის? გამორიცხულიაა :chuvak: :chuvak: ტრანსფერებში ბულს შოულობენ და ამას მიყვანენ მაშინ ვყიდით დიბალას ან ბონუჩის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.