ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ბანეგას აკვირდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მილანის “ინტერის” ნახევარმცველს, ევერ ბანეგას აკვირდება..

ნერიაძური არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა და შესაძლოა, ბანეგამ იანვარში კლუბი გამოიცვალოს.მის მიმართ სერიოზულ ინტერესს ერთ-ერთი ჩინური კლუბი იჩენდა, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა.კალჩომერკატოს ცნობით, ბიანკონერებმა ევერთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დათანხმდებიან მილანელები შუახაზელის ბიანკონერეში გაშვებას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე “იუვესა” და “ინტერს” შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჯუზეპე მაროტამ შტეფან ლიხტშტაინერი არ გაუშვა ნერიაძურიში, სან სიროს ბინადრებმა კი მარსელო ბროზოვიჩს არ მისცეს შავ-თეთრი მაისურის მორგების უფლება.

წყარო : Football Italia

9 thoughts on ““იუვენტუსი” ბანეგას აკვირდება

  1. მოკლედ ვიტყვი ერთგულების იმედ იარ უნდა გვქონდეს გადმოსვლის შემთხვევაშ მაგრამ კლასის კი…დაჟე ვიდალზე კლასნია ბევრად…ამის საუკეთესო ფორმაში თამაშები ნახეთ და დარწმუნდებით…სხვა საკითXია რომ კაი ხანია საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა :)

  2. იუვემ რომ ლიხტშტაინერი არ გაუშვა ინტერში ეს იმის ბრალი არაა რომ მერდებმა ბროზოვიჩი არ მოგვყიდეს! ლიხტა უბრალოდ გვჭირდებოდა! რაც შეეხება ბანეგას, კაი ფეხბურთელია და ასეთი “ხიშნიკი” ნახევარმცველი გვინდა ზუსტად, უბრალოდ მე ვინმე იტალიელს ვისურვებდი, მაგრამ თუ არ არის ბანეგაზე უარს არ ვიტყოდი…

  3. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არამგონია იუვეს დონის იყოს, ეს კი ჭორი მგონია. პ.ს როგორც ჩანს ადმინისტრაციას არ აინტერესებს რა ხდება კომენტარებში, სამწუხაროა.

  4. შენიშვნა: ჯერ ნერაძურიმ დაგვიბლოკა ბროზოვიჩი,რასაც შემდეგ იუვეს პასუხიც მოყვა ლიხტშტაინერზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.