“ლიონი” ტოლისოს 40 მილიონად აფასებს
ფრანგულმა “ლიონმა” კორენტინ ტოლისოს კონკრეტული ფასი დაადო..
კორიერე დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგები 22 წლის ნახევარმცველთან გამომშვიდობებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებენ და ზაფხულში მხოლოდ იმ კლუბთან წამოიწყებენ მოლაპარაკებებს, რომელიც მინიმუმ 40 მილიონი ევროს გადასახდელად იქნება მზად.
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა დიდი ხანია ტოლისოს აკვირდება და გამორიცხული არაა, ჯუზეპე მაროტამ სეზონის ბოლოს “ლიონს” კონკრეტული წინადადებით მიმართოს.მიმდინარე სეზონში ტოლისომ 7 გოლი გაიტანა და სამჯერ თანაგუნდელებს გაატანინა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მან სწორედ ბებერი ქალბატონის კარი დალაშქრა.
u
ეს ძალიან კარგი იქნება
ძაან მაგარი ბიჭია ეს ეს თუ მოიყვანეს ნახევარდაცვაში იდეალური იქნება