იტალიური პრესა ევრას შესაძლო შემცვლელებზე საუბრობს
პატრის ევრას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მარცხენა მცველის დამატებას ეცდება..
იტალიური პრესა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი მთავარი ამათგან “მილანის” უკანახაზელი, მატია დე შილიოა.მასიმილიანო ალეგრის 24 წლის ფეხბურთელის ბიანკონერებში ხილვა დიდი ხანია სურს და ჯუზეპე მაროტას მოთხოვს, მატიას დასამატებლად ყველაფერი გააკეთოს.დე შილიო მიმდინარე სეზონში როსონერის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და რთული სათქმელია, დათმობს თუ არა მას ვინჩენცო მონტელა.
მეორე ვარიანტი “შალკეს” ფეხბურთელი, სეად კოლასინიაჩია.ბოსნიელ ფეხბურთელს ალექს სანდროს მსგავსად ასპარეზობა შეუძლია როგორც მარცხენა მცველად, ისე მარცხენა და ცენტრალურ ნახევარმცველად.აღსანიშნავია, რომ 23 წლის მოთამაშეს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და არის შანსი იმისა, კლუბი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
მესამე ვარიანტი კი “ბოლონიას” აკადემიის აღზრდილი ადამ მაზინაა.გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოში დაბადებული ფეხბურთელის დამატება ჯუზეპე მაროტას არც ისე ძვირი დაუჯდება და ამიტომ, თამამად წამოიწყებს ბოლონიელებთან მოლაპარაკებებს.23 წლის მოთამაშეს იტალიის მოქალაქეობა აქვს და შესაძლოა, ერთ დღესაც სკუადრა აძურას შემადგენლობაში ვიხილოთ.
დეშილიოო :-D:lol::lol::lol::lol:
მაგას ვერ იყიდით ვერასდროს და რომც იყიდოთ 2 წელიწადში ჩინეთში გაუშვებს ბრუცო მსუყე ფასად
მილანმა არა მგონია გამოუშვას,არადა მაგრა დახატავს იუვეს
ეს როგორმე უნდა დაითანხმონ მაგრად მევასება ასევე ძალიან მომწონს ბელერინი და შეიძლება მაგ ფეხბურთელში 20-25 ლიმონის დაბანდება მინიმუმ 5-6 წელი დაცვის ფლანგებს პრობლემა მოეხსნება
სავარაუდო ვარიანტებად
შმელცერი, ძაპაკოსტა, დარმიანი.
ალეგრი შენი იმედი გვაქვს ბრატ
რინკონი ისე უნდა მოხოდო ბოსს, რომ ვიდალად აქციო 
სანამ ეს კოლასინიაჩი თავისფალი აგენტი გახდება და მაროტა რამეს იზავს, დიდი ალბათობით სხვა წაიყვანს 2 მილიონად
არა მილინნახევრად
