ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური პრესა ევრას შესაძლო შემცვლელებზე საუბრობს

პატრის ევრას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მარცხენა მცველის დამატებას ეცდება..

იტალიური პრესა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი მთავარი ამათგან “მილანის” უკანახაზელი, მატია დე შილიოა.მასიმილიანო ალეგრის 24 წლის ფეხბურთელის ბიანკონერებში ხილვა დიდი ხანია სურს და ჯუზეპე მაროტას მოთხოვს, მატიას დასამატებლად ყველაფერი გააკეთოს.დე შილიო მიმდინარე სეზონში როსონერის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და რთული სათქმელია, დათმობს თუ არა მას ვინჩენცო მონტელა.

მეორე ვარიანტი “შალკეს” ფეხბურთელი, სეად კოლასინიაჩია.ბოსნიელ ფეხბურთელს ალექს სანდროს მსგავსად ასპარეზობა შეუძლია როგორც მარცხენა მცველად, ისე მარცხენა და ცენტრალურ ნახევარმცველად.აღსანიშნავია, რომ 23 წლის მოთამაშეს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და არის შანსი იმისა, კლუბი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მესამე ვარიანტი კი “ბოლონიას” აკადემიის აღზრდილი ადამ მაზინაა.გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოში დაბადებული ფეხბურთელის დამატება ჯუზეპე მაროტას არც ისე ძვირი დაუჯდება და ამიტომ, თამამად წამოიწყებს ბოლონიელებთან მოლაპარაკებებს.23 წლის მოთამაშეს იტალიის მოქალაქეობა აქვს და შესაძლოა, ერთ დღესაც სკუადრა აძურას შემადგენლობაში ვიხილოთ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მილანისტა
მილანისტა
7 years ago

დეშილიოო :-D:lol::lol::lol::lol:
მაგას ვერ იყიდით ვერასდროს და რომც იყიდოთ 2 წელიწადში ჩინეთში გაუშვებს ბრუცო მსუყე ფასად :mrgreen:

ალეკო
ალეკო
7 years ago

მილანმა არა მგონია გამოუშვას,არადა მაგრა დახატავს იუვეს :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეს როგორმე უნდა დაითანხმონ მაგრად მევასება ასევე ძალიან მომწონს ბელერინი და შეიძლება მაგ ფეხბურთელში 20-25 ლიმონის დაბანდება მინიმუმ 5-6 წელი დაცვის ფლანგებს პრობლემა მოეხსნება
სავარაუდო ვარიანტებად
შმელცერი, ძაპაკოსტა, დარმიანი.

მაქს
მაქვს
7 years ago

ალეგრი შენი იმედი გვაქვს ბრატ :givi: რინკონი ისე უნდა მოხოდო ბოსს, რომ ვიდალად აქციო :davliot:

maradona73
maradona73
7 years ago

სანამ ეს კოლასინიაჩი თავისფალი აგენტი გახდება და მაროტა რამეს იზავს, დიდი ალბათობით სხვა წაიყვანს 2 მილიონად :lool:

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  maradona73

არა მილინნახევრად :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x