ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ბუფონი დაისვენებს, დიბალა ძირითადში იქნება”

“ბოლონიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ბოლო თერთმეტი შეხვედრიდან ცხრაში გოლი გავუშვით და შესაბამისად, ხვალ ფრთხილად უნდა ვიყოთ.ბიჭები არაერთხელ გავაფრთხილე, რომ თამაშის სადავეები მთლიანად ხელში უნდა გვეკავოს, ბოლონიელებს კონტრშეტევაზე თამაში უყვართ და დარწმუნებული ვარ, არაერთ პრობლემას შეგვიქმნიან.სავარაუდოდ ოთხი მცველით ვითამაშებთ, პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება.ბუფონს დავასვენებ, იგი გაციებული იყო და ამიტომ, ჯიჯის თამაშს არ გავრისკავთ.კარს ნეტო დაიცავს.”

“ბარძალი განაცხადში იქნება, მაგრამ არ ვიცი ვათამაშებ თუ არა სასტარტოში.შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირაში ლეონარდო ბონუჩი და ალექს სანდრო დაბრუნდებიან.დოჰას ფინალი ? – ის შეხვედრა მალე უნდა დავივიწყოთ და მომავალე ვიფიქროთ, წინ მეექვსე სკუდეტო გველოდება და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი ახლოვდება.პორტომ საკვალიფიკაციოდან რომა გამოთიშა და მათთან მატჩებისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.”

“სატრანსფერო ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ, ამ საკითხზე კლუბის სხვა ხელმძღვანელებს უნდა მიმართოთ.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხარისხიანი ფეხბურთელების დამატება განსაკუთრებით რთულია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დირექტორები გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებენ.”

“რაც შეეხება ჩემს მომავალს, იუვენტუსში ბედნიერი ვარ, მინდა აქ დიდხანს დავრჩე.სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი ერა ბებერ ქალბატონში ასე მალე დასრულდა, კონტრაქტი ამ კლუბთან ჯერ კიდევ მაკავშირებს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
7 years ago

ალეგრიმ შედეგი უკვე დადო – ლიგის ფინალი ათამაშა გუნდს

juve vinci per noi
juve vinci per noi
7 years ago
Reply to  lexo doreuli

წაგება თუ შედეგი იყო არ ვიცოდი ))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ვისაც ითხოვს არა ის,ყავს Mაგარი ფეხბურთელები და დადოს შედეგი,ხარისხიანად ვერ ათამაშებს Fაქტია

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago

ძმურად მითხარი ვინ ყავს ისეთი რომლის დახმარებითაც ევროპაში დომინანტებად გვაქცევს ბარსას რეალის ბაიერნის ცენტრი ჩვენსას რომ ბევრად ჯობს ეს არაფერს ნიშნავს? მარტო უმაგრესი მეკარე და საუკეთესო დაცვა არაფერს ცვლის თუ იერიშები ცენტრშივე არ ჩავშალეთ და იქით არ ვცადეთ შეტევაზე გადასვლა დაცვით ლიგას ვერ მოვიგებთ და მერე დაუწყებთ ალეგრის ლანძღვას :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Alegri xan nervebs mishli da xemdzgvanelobis bulki xar mara kargi treneria chkviani kargi taqtikosi da icis tavis saqme dzaan bevr gapiarebul treners jobia msoplioshi da araaa es kaci gasashvebi aranairad yovelshemtxvevashi jer.pegburtelebi unda mouyvanon da mere vilaparakot gashveba ar gashvebaze.ise barsas dzaan magrad mouxdeboda chemi azrit augebda nagrad algos 5 enrikes chaisvavs jibeshi

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალეგრი წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ანუ რინკონი ხარსხან ფეხბურთელში არ შედის ამის საუბრიდან და ფაQტია ტრანსფერბს და ფეხბურთლი მწვთნელის დაკთხვად მოყავთ ეს უკვე დიდი ხანია ხდება იუვეში პადონი და ასე შემდგ

7 years ago

გეთანხმები. ჭკვიანი ტრენერია. ამის გაშვება მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ საჭირო ფეხბურთელებს მოუყვანენ და შედეგს ვერ დადებს.

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago
Reply to 

კი ძმაო მასეა მოუყვანონ ისინი ვისაც ითხოვს და თუ შედეგს ვერ დადებს მერე გაუშვან რა პრობლემაა როცა ძლიერი ცენტრი გვყავდა კარგად ვხედავდით ყველა როგორ თამაშობდა იუვე

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago

კარგი ტრენერია სისულელეა ამის გაშვებაზე ბაზარი პროსტა ვისაც ითხოვს ისინი უნდა მოუყვანონ :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x