ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ”

მასიმილიანო ალეგრი “ბოლონიასთან” ჩატარებული შეხვედრით კმაყოფილი დარჩა..

“მინდა ბიჭებს წარმატებული შეხვედრა მივულოცო, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა.ვფიქრობ, წამითაც კი ეჭვქვეშ არ დამდგარა საკითხი, თუ ვის უნდა დაეტოვებინა მინდორი სამი ქულით.თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ და რა თქმა უნდა, სწრაფმა გოლმა თავდაჯერებულობა შეგვმატა, საჭირო დროს ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეს თავისუფლად მანევრირებაში ვუშლიდით ხელს, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.”

“სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ დიბალა დოჰაში პენალტს გააფუჭებდა, დღეს კი დარწმუნებული ვიყავი, რომ შეაგდებდა, თუმცა, დარტყმის მომენტზე არ შემიხედავს, არც სუპერთასზე და არც ბოლონიასთან.საიდან ვიცოდი ? – ამას სეზონის ბოლოს გეტყვით.”

“ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოა, მთავარი კონკურენტები კი რომა და ნაპოლი.ვფიქრობ, 85 ქულა უნდა დავაგროვოთ რომ ისტორიული ჩემპიონობა მოვიპოვოთ.ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, იგი იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებული ტურნირია, პლეიოფებში მხოლოდ ერთი შანსი შეიძლება მოგეცეს და თუ ვერ გამოიყენებ, სახლში მიდიხარ, მოწინააღმდეგე კი გზას განაგრძობს.”

“პრემიერ ლიგა ? – ინგლისურს კარგა ხანია ვსწავლობ, მიყვარს ეს ენა.არდადეგებზე ლონდონს ქალიშვილთან ერთად ვეწვიე, აეროპორტიდან გამოვედი და ნიუსებიდან შევიტყვე, თითქოს არსენალის ჩაბარებას ვაპირებდი.უბრალოდ არ მესმის, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაციები.იუვენტუსში ბედნიერი ვარ და სანამ კარისკენ არ მიმითითებენ, წასვლას არ ვაპირებ.”

წყარო : Football Italia

8 thoughts on “ალეგრი : “იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ”

  1. Alegri cudi treneriao ver vityvi magram juves ar sheefereba.aseti sastavi ro gyavs ufro strafi da shemtevi frxburti unda itamasho ra.kargad gamochta pgba rom ara alegri kaixnis ukan iqneboda gasashvebi.exla kide 90limons ro gadaixti higuanshi tipi atamashos ise rogorc ari michveuli roja darbis sadgac shua moidanshi tyuilad ra napolshi rogorc gaitana magram amdeni goli imitom rom sarim zustad ise atamashos da im pozisiaze daayena sadgac sachiroa aq kide.tan iseti pexburtelebi gyavs romeltanac sheudzliat strafi frxburti itamasho da eatomac ara?kontes dros juves marto juves iyos roca sachiroa iyos strafsac itamasho da da roca sachiroa iyos frtxilasac exla kide.simartle ro vtqvat ligas jgufuridan dzlivs gavedit liontan bufoni ro ara 2e atamashos gavasxavdit seviliastanac gagvimartla msaji ro ara an movigebdit an ara.zagrebs saxlshi dzlivs gavutanet kaixnis ra da milantan 2ve itamasho wavaget intertan xo saertod visac audgeba yvela ugebs da magasac ver moigeb jenoaze laparakic ar minda iseti sazizgari fexburti atamasha da amis mere kide alegri gindat gadaobt am sastavi crotones treneric rom danishnon mainc movigebdit seria As

  2. სულ მიკვირს ამ მწვრთნელს რო აგდებენ ხალხი,პრობლემა მწვრთნელში კიარა ხელმძღვანელობაშია,ტრანსფერებს არ აკეთებენ სწორად,ყოველ წელს 6-7 წამყვანი მოთამაშე მიდის და ამდენივე ახალი მოდის.რომელი მწვრთნელი გაუძლებს ამას

  3. არვიცი რომელი თვისება გამოარჩევს ალეგრის მაგრამ იუვეს საერთოდ არ შეეეფერება

  4. სეზონის ბოლომდე უნდა აცადონ,შემდეგ შორს იუვედან ძალიან შორს წავიდეს

  5. კარასიკან არ მიგითეთებენ ამ სეზონჰი მარა ის უნდა გაითვალისწინო რო ამ წელს თუ არა მეორე წელს ლიგას თუ არ დადებ მაჰინ 99 პროცენტი გაგიჰვებენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.