ასამოა : “აფრიკის თასი იუვენტუსის გამო გამოვტოვე”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კვადვო ასამოამ აფრიკის თასის გამოტოვების მიზეზებზე ისაუბრა..
“განას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რამდენჯერმე ვესაუბრე, ავუხსენი, რომ აფრიკის თასზე წასვლა ძალიან მსურდა, თუმცა ვერ მოვახერხე.ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრავმებით დავიტანჯე და ახლა, როცა ახლოს ვარ ფორმის აღდგენასთან, ტურინში დარჩენა გადავწყვიტე.ეს გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვიყო.”
“ისტორიული სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს და რა თქმა უნდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარ კონკურენტებად ნაპოლის, რომასა და მილანს მივიჩნევთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.ამის შემდეგ გველის ჩემპიონთა ლიგა, ამ ტურნირის ფინალში გასასვლელად გუნდი მაქსიმუმს გაიღებს.რაც შეეხება კოპა იტალიას, უახლოესი მომავალი სწორედ ატალანტასთან შეხვედრაა და მისთვის ვემზადებით.”
მერე მოგწონს შენი საქციელი ბრატ?!

Rao?? Shansi araa ar gipasuxebs))
გუშინ ძალიან მაგრად ითამაშა

აფრიკის თასის გამო კარიერა გამოტოვა
ჯიგარი ხარ ასამუა