ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “ბარძალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

“ბოლონიასთან” მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პრესის წარმომადგენლები ჯორჯო კიელინის გაესაუბრნენ..

“ყოველი მატჩის შემდეგ, წაგებული იქნება ეს შეხვედრა თუ მოგებული, მცველები გასახდელში ვსხდებით და დაშვებულ შეცდომებს განვიხილავთ.სწორედ ამ გზით ვახერხებთ გვყავდეს ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა.იუვენტუსის კართან ხიფათის შექმნას გუნდები ფლანგებიდან ცდილობენ, სწორედ ამიტომ ვეცდებით, მათი ეს იარაღი გავანეიტრალოთ.დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვებას ველი.”

“ბარძალი ? – ანდრეა იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული უკანახაზელია, ნამდვილი გიგანტი, პირადად ჩემთვის, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.რაც შეეხება დიბალას, კარგია, რომ პაულო საბოლოოდ დაგვიბრუნდა.მომავალ კვირაში სერიოზულ შევსებას მივიღებთ, ლეონარდო ბონუჩი და ალექს სანდრო ბრუნდებიან.”

წყარო : Football Italia

1 thought on “კიელინი : “ბარძალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.