ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დიბალა და პიაცა აუცილებლად ითამაშებენ”

“ატალანტასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ, ეს სათასო შეხვედრაა და გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენი სათამაშო ფილოსოფია უცვლელია.ჯორჯო კიელინი დისკვალიფიცირებულია, ამიტომ ლეონარდო ბონუჩის მდგომარეობა განსაკუთრებით გვაინტერესებს, მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე მას აუცილებლად იხილავთ.დიბალა ? – პაულოს ფორმაში შესასვლელად თამაში სჭირდება, ამიტომ ატალანტასთან მისი იმედი მაქვს.პიაცა დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, შეხვედრის ერთ-ერთ ნახევარს მარკო აუცილებლად ითამაშებს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რომელს.ევრას კი რამდენჯერმე ვესაუბრე, მის გარშემო არსებული სიტუაცია უცვლელია, გადაწყვეტილებას თავად პატრისი მიიღებს.31 იანვრამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია, ყველაფერი გაირკვევა, კლუბის პოზიცია მან კარგად იცის, იუვენტუსი პატივს სცემს დიდ ფიგურებს.”

“სტურარო ცოტა გაციებულია და ვნახოთ, როგორ იქნება, რინკონის ნახევარდაცვაში გამოჩენა კი მოსალოდნელია.კვირას გასვლაზე ფიორენტინას ვეთამაშებით, სადაც ლიხტშტაინერი დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, შტეფანი ხვალ ძირითადში იქნება.კოპა იტალია ? – მას ზედიზედ ორი სეზონია ვიგებთ, რეკორდები არ გვაინტერესებს, უბრალოდ გვსურს, ეს ტიტულიც ჩვენი გახდეს.ატალანტას კარგი გუნდი ჰყავს და ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, ამ ტურნირზე მარტივი თამაშები არ არსებობს.ფრის შემთხვევაში ყველაფერს დამატებითი დრო გადაწყვეტს, ფლორენციული მატჩის წინ 120 წუთის მინდორზე გატარება ნამდვილად არ გვინდა.შესაბამისად, ხვალ მოტივირებულ და მონდომებულ იუვენტუსს იხილავთ.”

“სატრანსფერო ჭორებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მსურს, ეს ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ.მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს, თუ შანსი გაჩნდება, კიდევ რამდენიმე დაგვემატება, დარწმუნებული ვარ.დიდ ყურადღებას ვაქცევ პრიმავერასაც, ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება მსურს, როგორც კი გაჩნდება შანსი, მათ სათამაშო დროს დავუთმობ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

წარმატებები და კიდე კაცურად პენლებჰიც ავარჯიჰე ფეხბურთელები რა

snuff-juve
7 years ago

კინსაც ნუ დაივიწყებ ბოლო წუთებში ათამაშე :kenwvla:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მიდი მაქს :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x