ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერესი დიბალასთვის ახალ წინადადებას ამზადებს


პაულო დიბალას გარშემო ახალი სატრანსფერო საგა იგეგმება…

დიბალა – ძლიერი, ახალგაზრდა, უდიდესი მომავლის მქონდე, როგორც ეს ბაჯომ თქვა. დიბალა დაბადებულია იმისთვის, რომ გახდეს მსოფლიოს ტოპ მოთამაშე… და მართლაც, ყველა დიადი გრანდი შურით უყურებს “იუვენტუსს”..

დღეს ესპანურ სპორტულ გაზეთებში დაიწერა, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს მასიური გასროლა აქვს გადაწყვეტილი. მისი არჩევანი დიბალაა და მზადაა მის სანაცვლოდ “იუვენტუსს” გიჟური წინადადებით მიადგეს..

საუბარია 105 მილიონიან ოფერზე, რომელიც სულ მალე მადრიდიდან ტურინს ეწვევა. თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონაც” იჩენს, თუმცა “სამეფო კლუბი” გაცილებით მრისხანედ გამოიყურება..

პერესი არგენტინელს წელიწადში გარანტირებულ 10 მილიონ ევროს პირდება ხელფასის სახით. დიბალამდე მისაღწევი გასაღები კი, შესაძლოა ალვარო მორატა გახდეს, რომელსაც მადრიდელები სატრანსფერო თანხის დასაკლებად გამოიყენებენ.

წყარო : http://www.tuttosport.com/

8 thoughts on “პერესი დიბალასთვის ახალ წინადადებას ამზადებს

  1. იგუში ჩინელები ალბათ 250 მილიონს გადაიხდიან და ხელფასს 80 მილიონს შესთავაზებენ

  2. ორსოლინი მომეწონა კაი ბიჭია მორივე ფეხს კარგად ხმარობს და თან კაი ტეხნარიც ჩანს

  3. ფეხბურთელების გაყიდვით ვერ განვითარდება კლუბი, გაცილებით მეტია მოგება ტიტულებით და ტოპ ფეხბურთელების ყოლით.

    2-3 წელში წავა მესის და კრისტიანოს ერა და დიბო გახდება საუკეთესო შემტევი.

  4. ეს გაყიდულია ჩათვალეთ. ორსოლინი თუ ორსული მოყავთ მომავალი რობენი არა მარა ჭანტურიას კი გავს თამაშის სტილით )) ეგეთები იყიდონ შეინარჩუნებენ მაინც და ყოველ წელს სხვა გუნდი არ გვეყოლება :lool: ვეტერან იგუაინს მაინც გამოუჩნდეს ვინმე ჩინელი წაიღონ ერთ 4 მილიონად იქნებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.