სიმონე ძაძას მამა შვილის გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობს
სიმონე ძაძასთან დაკავშირებით მისი მამა და აგენტი ანტონიო ძაძა საუბრობს:
“ინგლისში წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ამაზე იოლად საუბარი დღევანდელი გადმოსახედიდან არის შესაძლებელი..
ერთი რაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი არის ის, რომ სიმონე კუნძულზე აღარასოდეს ითამაშებს..
ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ ვესტ ჰემის პოზიცია..
იტალია? დიახ ამის დიდი სურვილი გვაქვს! თუმცა, ერთია სურვილი და მეორეა საქმე, რომელიც რთულად განხორციელებადია..
ვალენსიას მხრიდან ინტერესს და მოლაპარაკებებს დავადასტურებ, თუმცა ამაზე მეტს ვეღარაფერს გეტყვით..
ფიორენტინა? პრესაში მოვისმინე თითქოს იებმა ჩვენთან საქმიანი შეხვედრა გამართეს.. ასეთი კი არაფერი მახსენდება..
სად არის ახლა ძაძა? ტურინში მაროტასთან მოლაპარაკებებს მართავს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით”.