ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის მოთამაშეების შეფასებები ატალანტასთან მატჩის შემდეგ

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

ნეტო – 5.5 – არადამაჯერებელია.. უშვებს შეცდომებს როგორც გამოსვლებზე, ასევე ხაზზეც.. არასწორი გადაცემა მეორე ტაიმში, მაშინ როდესაც ანგარიში 3-1 იყო და კონკოს მისცა დუბლის გაფორმების შანსი..

ლიხტშტაინერი – 6 – სტანდარტულად საიმედოა მარჯვენა ფლანგზე.. ეხმარება გუნდს შეტევაში და კარგად ურთიერქმედებს დიბალასთან.. მესამე გოლში მისი დამსახურება დიდია, რადგან პენალტი სწორედ მისი წაქცევის გამო დაინიშნა.

ბარძალი – 6.5 – ასაკი მის კონცენტრირებაზე, სიმშვიდეზე და პოზიციის სწორად შერჩევაზე ცუდად ნამდვილად არ მოქმედებს.. კედელი!

რუგანი – 6.5 – იგებს უმძიმე ორთაბრძოლას პენტანიასთან.. ბოლო 20 წუთი დიდი ვნებათაღელვა გაიარა..

ასამოა – 5.5 – ხშირად ცდებოდა პოზიციურად და არც შეტევაში გამოუჩენია დიდად თავი.. ერთადერთი ალბათ გადაცემა მანჯუკიჩზე, რომელმაც საგოლედ დიბალას უპასა..

მარკიზიო – 7 – ნამდვილი კაპიტანი! ნამდვილი რეჯისტა, რომელიც ხელმძღვანელობდა საკუთარ კლუბს მთელი პირველი ტაიმის მანძილზე! იდეალურად გათამაშებული კომბინაცია მანჯუკიჩის გოლზე.. სწორედ პრინციპინომ დაიწყო ის შეტევა გრძელი გადაცემით.

სტურარო 46 წუთიდან და შეფასება 6 – დიდი ორიგინალურობით თავი არავისთვის დაუმახსოვრებია.

ჰერნანეში – 5.5 – ზედმეტად მსუბუქი იყო იქ სადაც ეს ყველაზე ნაკლებადაა საჭირო. კონკოს ეპიზოდში ვერაფერი მოახერხა..

რინკონი – 6.5 – მოტივაცია სახეზეა.. ახალწვეულს თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდა მაგრამ ბერგამოელთა კარის დარაჯმა და ძელმა მას ამის საშუალება არ მისცეს.. არაუშავს დასაწყისი კარგია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი ტურინული კარიერა.

პიანიჩი – 6.5 – უკვე ყველა მიეჩვია, რომ მირალემის შესრულებული სტანდარტულები დიდი ხიფათის შექმნელია მეტოქის კართან.. აკეთებს იდეალურად ზუსტ გადაცემას მანჯუკიჩზე, რომელსაც მცირედი დააკლდა გოლის გასატანად..

დიბალა – 7.5 – საუკეთესო ფეხბურთელი! სათანადოთ მიიღო რობერტო ბაჯოს მხრიდან წამოსული შექება და საკუთარი გუნდის იერიშებს დირიჟორობდა.. ყველაფერი მისგან გადიოდა.. თამაშობდა მსუბუქად, საინტერესოდ და კრეატიულად.. აი ასეთ დიბალაში რეალი 150 მილიონსაც გადაიხდიდა..

მანჯუკიჩი – 7 – შეტყობინება სასტარტო შემადგენლობის ფორვარდებს, რომ “ქილერი” უქმად ყოფნას არ აპირებს.. გოლი, საგოლე გადაცემა და არაერთი პოზიტიური ქმედება საკუთარი გუნდისთვის.

შეშლილი მაქსი – 6.5 – არ შეცდა შემადგენლობის დაყენებაში.. მისი გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა.. რამდენიმე წუთიანი ჩავარდნა და შესაძლოა ეს ყველაფერი კრახით დასრულებულიყო.. ამ მხრივ მაქს სამუშაო ჯერ კიდევ აქვს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ცრუღმერთი
ცრუღმერთი
7 years ago

ოფიციალურად დადასტურდა კალდარა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

JUVENTUS***
JUVENTUS***
7 years ago

OFFICIAL: Mattia Caldara signs for Juventus:

jjj jjj
7 years ago

ძუნძულა მაგარი კაცია :up: ასამოაზე 100 %-ით ვეთანხმები! სხვა რავიცი, სამწუხაროდ მალე მოვა ჯიჯის ჩანაცვლების დღე და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს ხელმძღვანელობამ. ნეტო დიდად არ მომწონს, მაგრამ მესმის რომ პრაქტიკა აკლია…

juve vinci per noi
juve vinci per noi
7 years ago

https://twitter.com/juventusfc?ref_src=twsrc%5Etfw
იმედია ბენტაკურსაც გაიფორმებენ

JUVENTUS***
JUVENTUS***
7 years ago

ROMELIGAC TRANSFERI GAOFICIALURDA :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Mandzu sauketeso iyo, dzaan klasnia

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Markizuo gundis xerxemalia da pirveli lideri bunuchis didi pativiscemis miuxedavad da nu ratqmaunda did mekares tu ar chavtvlid gamgebi gaigebs.dzalian sachiro pegburtelia mandzukichi ai supta juves stili da pegburteli dybali namdvil liderad yalibdeba rac dzalian kargia dgitidge umatebs da met yuradgebas iqcevs tumca ar var darwmunebuli ro gundshi darcheba didixani.higuaini tavisaqmes aketebs tumca sachirodros ar unda shecdes rac chirs xolne pianichs ki gauchirda adaptacia tumca shedis pormashi nelnela da upro moumatebs.piaca juves agali sisxli unda gaxdes…

lasha naxucrishvili
7 years ago

მარკიზიო, მანძუ და დიბალა მომეწონა ძალიან და ჰაჰა პიანიჩიც ნორმალურად თამაშობდა.ნეტო საერთოდ საშინელება.

vakhtang karchava
7 years ago

რინკონი პირველი თამაშის პირობაზე მაგარიც კი იყო. ასამოა წინა თამაშისგან განსხვავებით, არასაიმედო იყო, აშკარად ამოვარდნილია ფორმიდან საბოლოოდ, მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს აწი გუნდს, სამწუხაროდ. ერნანეში გასაშვებია, სანამ მთლად დაავიწყდა თამაში…
დიბალა დაბრუნდა, მანჯუ, როგორც ყოველთვის, ზემოტივირებული იყო. პიანიჩი ეჩვევა ახალ როლს და მეტი სარგებლიანიც გახდა, მალე აკრიფავს საუკეთესო ფორმას. პიაცას ბევრი გაუცდა და შორსაა ჯერ ფორმისგან. მარკიზიო კი მთავარი დასაყრდენია გუნდისთვის და ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს დიდხანს! :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x