ტურინელები ვინოვოზე დაბრუნდნენ
იტალიის თასის 1/8 ფინალში ატალანტასთან(3:2) გამარჯვების შემდეგ, ტურინელები შინ ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდნენ.
მასიმილიანო ალეგრიმ მის შეგირდებს დასვენებისთვის დღე არ გამოუყო, რადგან პრინციპული შეხვედრა ახლოვდება. ტურინელები 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, არტემიო ფრანკიზე ფიორენტინას ესტუმრებიან.
ბიანკონერებმა მომზადება ბაზაზე დილიდან დაიწეს. მათ ვინც სათასო დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღეს, მხოლოდ სამწვრთნელო დარბაზში მსუბუქად ივარჯიშეს.
დანარჩენმა ჯგუფმა კი ალეგრისთან ერთად ტექნიკურ და ფიზიკურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. მთლიან ჯგუფს დაუბრუნდა ალექს სანდროც.
სამწვრთნელ ბაზას მოთამაშეები ხვალაც დაუბრუნდებიან და დილის სავარჯიშო სესიას გამართავენ.