ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

derby d’italia – ვერატისთვის

პსჟ-ს ნახევარმცველისთვის იტალიური გრანდები იბრძოლებენ…

La Repubblica-ს ცნობით, პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი შესაძლოა ზაფხულის სატრანფერო პერიოდში იტალიაში დაბრუნდეს. ინტერი მზადაა 24 წლის შუახაზელის სანაცვლოდ ფრანგებს 78 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ამასთან იტალიის ნაკრების ლიდერის ხელიდან გაშვებას არც ტურინული გრანდი გეგმავს და მზად არის ნერაძურის ფინანსური კონკურენცია გაუწიოს.

ვერატიმ გასულ ზაფხულს პარიზელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. რა დროშიც ის წელიწადში 7.8 მილიონ ევროს მიიღებს. ასე რომ, იტალიურ კლუბებს მარკოსთვის სარფიანი კონტრაქტის მომზადება მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

7 thoughts on “derby d’italia – ვერატისთვის

  1. ყველაზე ძალიან მინდა ამის მოსვლა, მაგრამ ამავედროს ესევე დარწმუნებული ვარ რო უტოპიაა ამის დათრევა. მაროტა ამ ტრანსფერს 100 წელი ვერ გაჩარხავს

  2. ტვინი თუ აქ იუვეში უნდა წამოვიდეს, მაგის გარშემო ააწყობს ალეგრი ნახევარდაცვას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.