ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Whatsapp: ოპერაცია რაკიტიჩი ტურინულად…

Whatsapp , რაკიტიჩი, მაჯუკიჩი და ალვეში…

კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ხორვატს მისი პროექტის ნაწილად არ განიხილავს და ძირითად შემადგენლობაშიც არ აყენებს..

და მაინც, სად ითამაშებს კატალონიელთა შუახაზელი მომავალში? ახალი ცნობები სოციალურ ქსელ Whatsapp-იდან ვრცელდება. უფრო სწორად, ქსელის შიდა საუბრებიდან, რომელიც ბრიტანულმა Sun-მა გაშიფრა.

ბრიტანული ტაბლოიდის ცნობით, ივან რაკიტიჩის სმარტფონში არის საერთო სასაუბრო სახელად “იუვენტუსი”. ამ ჯგუფის წევრები არიან რაკიტიჩი(თავისთავად), მარიო მანჯუკიჩი, დანი ალვეში და მარკო პიაცა. მეგობრების, კოლეგების და თანამემამულეების ჯგუფი, სადაც ჩვენს ყოველდღიურ საქმეებზე ვსაუბრობთ და მომავალზეც.

“რაკიტიჩი წერს, რომ ის ბარსელონაში თავს ცუდად გრძნობს. მას ცუდი ურთიერთობა აქვს ლუის ენრიკესთან და გარემოს გამოცვლა სურს… და არა მხოლოდ ეს. რაკიტიჩი მოხიბლულია Juventus Stadium-ით და სერია ა-თი.” – წერს Sun.

ამასთან ივან მეგობრები იტალიურ ცნობისმოყვარეობას უმძაფრებენ, უგზავნიან სურათებს, ვიდეოებს და იუვენტუსის გამარჯვებებს. გამორიცხული არაა მას გუშინდელი საღამოს ფოტოებიც მიეღო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მანძუმ იჩალიჩა პიაცაზე ეხლა რაკეტაზე ჩალიჩობს და მართლა ღირსია ეს კაცი სპორტული დირექტორობის :lool: :lool:

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

მანძუკიჩი სპორტულ დირექტორად მაინც დანიშნონ :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ვა რეები ხდება აზზე ხართ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მოდეეეეეეეე

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x